მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩინური ასტროლოგიური კალენდრის მიხედვით, ტახის წელიწადი 4 თებერვალს იწყება. როგორ უნდა შეხვდეთ და რა სიახლეებს ელოდეთ ღორის წელში, ამასთან დაკავშირებით ასტროლოგი ქეთი ვაწაძე „ფეისბუქზე“ ვრცელ სტატუსს აქვეყნებს:
"5 თებერვალს, 1:03 წუთზე ახალმთვარეობაა, ასევე იწყება ყვითელი ტახის წელიწადი! (ტახის წელი რეალურად 4-ში შემოდის ჩინური მზის კალენდრით, მაგრამ მთვარის კალენდრით 5-ში... და როგორც მთელი ჩინეთი, ისე აღვნიშნავთ - მთვარის კალენდრის მიხედვით).
როგორც არასდროს, ისე ველოდები წლის მბრძანებლის შეცვლას, რადგან ტახის წელი ბევრად მშვიდ, კეთილ, ბარაქიან წლად მიიჩნევა. შეიცვლება ენერგეტიკა სამყაროში და ყველანი ამოვისუნთქებთ. ნაკლები ვირუსები, უბედური შემთხვევებია მოსალოდნელი, თუმცა, მაინც, გაითვალისწინეთ, რომ მზე გადის მერწყულის ნიშანს და აქვეა ე.წ. შავი მთვარე, ლილიტიც, ამიტომ გაზის, აირების მიმართ ყურადღების მოდუნება არ ივარგებს. სიფრთხილე გამოიჩინეთ ყველამ მინიმუმ 22 რიცხვამდე, უკეთესია 3 მაისამდე, სანამ ლილიტი არ დატოვებს მერწყულის ნიშანს.
თუ ვინმეს სურს ტახის წელიწადს შეხვდეს, გაითვალისწინეთ იგივე რეკომენდაციები, რაც საახალწოდ მოგეცით.
ჩინური ახალი წლის დადგომამდე მოაწესრიგეთ სახლი... გაიტანეთ ყველაფერი დრომოჭმული, უსარგებლო, გაფუჭებული, გაბზარული ნივთი. ანუ გაასუფთავეთ სახლის ენერგეტიკა ყოველგვარი დამანგრეველი, ნეგატიური ვიბრაციებისგან.
სახლი მორთეთ ყვითელ-ოქროსფერ ფერთა გამაში, სუფრაც იგივე ფერის ჭურჭლით ან იმ ფერი აქსესუარებით გააწყვეთ (თუნდაც ხელსახოცი იყოს).
აუცილებელია ხის და თიხის ელემენტი იყოს ინტერიერში, ასევე, ცოცხალი ყვავილები, ხის ტოტები (საუკეთესოა მანდარინის, ნაძვის, ატმის ტოტები). ბევრი არაფერი დაგჭირდებათ სუფრაზე - საკმარისი იქნება მანდარინი და ფორთოხალი, ხილი, ტკბილეული, ვისაც რისი სურვილი და შესაძლებლობა გაქვთ. თუ თქვენ სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით, შეგიძლიათ გოჭუნასთვისაც მოაზადოთ რამე - წყლიანი თასი, მარცვლეული, რკო, ბურღულეული, წაბლი, მწვანილი და სხვა.
აუცილებლად იქონიეთ სუფრაზე და ჯიბეებშიც რაიმე სახის კუპიურა!
შეგიძლიათ დაანთოთ ყვითელი ან ოქროსფერი სანთლები და აუცილებელია, ჩამოწეროთ 2019 წლის სამოქმედო გეგმა, რა გსურთ, რომ მოხდეს ამ წელს. შეეცადეთ, რაც შეიძლება მეტად რეალური სურვილები გაწეროთ და გვერდით სურვილის ასრულების ვადა მიაწერეთ. მთელი სერიოზულობით და პასუხისმგებლობით მიუდექით ამ საკითხს. ახალი წლის დადგომისთანავე, გადახედეთ თქვენს ჩამონათვალს, ანუ სამყაროს გაუგზავნეთ თქვენი დაკვეთა... დილით კი ეს ფურცელი საგულდაგულოდ დამალეთ და... დაივიწყეთ! მთავარი, მაინც ჩვენი განწყობა, ჩვენი პოზიტიური მოლოდინებია!
წარმატებულ, მშვიდობიან, დოვლათიან წელიწადს გისურვებთ! დაე, ყველა კეთილი სურვილის ახდენაში დაგეხმაროთ სამყარო!"
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...