სიახლეები
სიახლეები

ბავშვის ფიზიკური დასჯა, სასტიკი ან არაადამიანური მოპყრობა კანონით აიკრძალება
04-02-2019
-
+


ბავშვთა უფლებების კოდექსის კანონპროექტი ითვალისწინებს ბავშვის მიმართ ფიზიკური დასჯის სასტიკი ან სხვა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას როგორც ოჯახში, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ჯანდაცვის სისტემასა და ყველა სხვა სივრცეში, სადაც შეიძლება იმყოფებოდეს, - ამის შესახებ გაერო-ს ბავშვთა ფონდის კონსულტანტმა, ნანა ჩაფიძემ განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) ერთად, დღეს ბავშვთა უფლებების კოდექსის პროექტი წარადგინა.

ნანა ჩაფიძის თქმით, დღემდე არსებული კანონმდებლობით, ფიზიკური დასჯა ხშირად გამოიყენება დისციპლინის ზომად როგორც ოჯახში, ასევე სხვა სივრცეში, მაგალითად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

„ეს გამოავლინა როგორც 2013 წელს ჩატარებულმა „იუნისეფის“ კვლევამ ძალადობის შესახებ, ასევე სახალხო დამცველის ანგარიშმა. კანონმდებლობით პირდაპირი აკრძალვა ფიზიკური დასჯის ან სხვა სახის დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბავშვის მიმართ დისციპლინის სახით არ არის არც ერთი დღეს არსებული კანონით გათვალისწინებული. დღეს წარმოდგენილი კანონპროექტი მოიცავს პირდაპირ და კონკრეტულ აკრძალვას, ასევე მოიცავს ძალადობის სხვა მძიმე ფორმებისგან ბავშვის დაცვის გარანტიებს, როგორიც არის შეტყობინების ეფექტური მექანიზმები, ასევე სერვისები და პროგრამები, რომელიც უნდა შეთავაზოს ბავშვს ამა თუ იმ შემთხვევაში, თუ ის გახდება ძალადობის ან სხვა უფლებების დარღვევის მსხვერპლი“, - განაცხადა ჩაფიძემ.

ბავშვის უფლებათა კოდექსი არის სპეციალური კანონი, რომელიც ადგენს საკანონმდებლო საფუძვლებს, დაცვის საშუალებებსა და გარანტიებს ბავშვის უფლებების, თავისუფლებისა და ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციისთვის. კოდექსი იქნება სახელმძღვანელო სამართლებრივი აქტი ყველა სახელმწიფო ორგანოსთვის, ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისთვის, საერთო სასამართლოებისთვის, საჯარო და კერძო ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირებისთვის ბავშვთა საკითხებზე მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტი 

  • მოიცავს ბავშვის ყველა უფლებასა და თავისუფლებას და აწესებს მათი დაცვისა და რეალიზებისთვის საჭირო მექანიზმს. კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ოჯახის, ყველა ტიპის ძალადობისგან დაცვის, ინკლუზიური განათლებისა და ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და მართლმსაჯულებაზე წვდომის უფლებების განხორციელებას;
  • აღმოფხვრის ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებისას არსებულ უთანასწორობას ბავშვის უფლებების დაცვის უკეთესი სისტემის საშუალებით, რომელიც ითვალისწინებს ბავშვისა და მისი ოჯახის ინდივიდუალურ საჭიროებებს;
  • აწესებს ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით სახელმწიფოს ანგარიშვალდებულების მექანიზმს, რომლის ნაწილი იქნება ბავშვზე ზეგავლენის შეფასება, უწყებათაშორისი კოორდინაცია, მულტიდისციპლინური თანამშრომლობა, მონაცემთა შეგროვება და ანალიზი ინფორმირებული პოლიტიკისთვის, ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პროფესიონალების სპეციალიზაცია.

სახელმწიფო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან კომენტარების მიღების შემდეგ, ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტზე მუშაობა დასრულდება და ის ინიცირებული იქნება პარლამენტში შემდგომი განხილვების და მიღებისთვის. მოსალოდნელია, რომ კოდექსს პარლამენტი 2019 წლის საგაზაფხულო სესიაზე მიიღებს. ასევე დაგეგმილია კანონპროექტის საჯარო პრეზენტაციები, დისკუსიები სამოქალაქო საზოგადოებასა და ახალგაზრდებთან განხილვის პროცესში მათი მონაწილეობის მიზნით, მოსახლეობის ინფორმირება.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება

ქართული დროშა სიძველით მსოფლიოში მეორე ადგილზეა 

სკოლებსა და ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ხვალიდან განახლდება

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

კალანდობა და „ზომხა“ - როგორ აღინიშნება ძველით ახალი წელი საქართველოში

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

კლუბური მუშაობის ფარგლებში, მოსწავლეები მრავალფეროვან აქტივობებში არიან ჩართულნი

პროექტის მთავარი იდეა იყო - მოსწავლეები სიღრმისეულად გაცნობოდნენ ჩვენი ქვეყნის სასიქადულო მამულიშვილების ცხოვრებას

„ისტორიის სწავლებისას თეატრალიზებული პროექტები ხელს უწყობს მოსწავლეების თვითრეალიზაციას“

საინტერესო

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

სიახლეები
საზოგადოება