მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და პირობების წესი დამტკიცდა.
ბრძანების მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და სკოლის ვალდებულებები განისაზღვრა.
მანდატურის სამსახური ვალდებულია:
2019 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს - ელექტრონული საინფორმაციო ბაზის შესაბამისობაში მოყვანა, ფსიქოლოგიური დახმარების სისტემის ამოქმედების მიზნით ინტერნეტპორტალის – befriend.mes.gov.ge - ის მოდიფიცირება;
2019 წლის 15 სექტემბრამდე უზრუნველყოს - უფლებამოსილი პირების აღჭურვა მეტალოდეტექტორებით;
2022 წლის 31 დეკემბრამდე შექმნას და დანერგოს: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის შეფასების მიზნით შესაბამისი ელექტრონული პროგრამა; სკოლაში ძალადობის რისკების შეფასების მიზნით შესაბამისი მექანიზმები; ფსიქოლოგთან კონსულტაციის მობილური სატელეფონო აპლიკაცია; საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის/უფლებამოსილი პირის მიერ ყოველდღიურ რეჟიმში სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის შეფასების ელექტრონული პროგრამა.
სკოლა ვალდებულია:
ა) ამ ბრძანების ამოქმედებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში შექმნას სკოლის უსაფრთხოების მრჩეველთა საბჭო;
ბ) ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში განახორციელოს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის/უფლბამოსილი პირის საინფორმაციო უზრუნველყოფა;
გ) 2018-2019 სასწავლო წელს ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული წესის მე-4-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება უზრუნველყოს ამ ბრძანების ამოქმედებიდან არაუმეტეს 2 თვის ვადაში;
დ) ამ ბრძანების ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს შინაგანაწესის ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებულ წესთან შესაბამისობაში მოყვანა და ინფორმაციის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოსათვის – რესურსცენტრისათვის წარდგენა.
უფლებამოსილი პირების მეტალოდეტექტროებით აღჭურვამდე, უფლებამოსილი პირს არ აქვს უფლება განახორციელოს უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება.
აღსანიშნავია, რომ მანდატურის სამსახურის მიერ ელექტრონული საინფორმაციო ბაზის შესაბამისობაში მოყვანამდე უფლებამოსილი პირები გათავისუფლებულები არიან ელექტრონული საინფორმაციო ბაზის წარმოების ვალდებულებისგან;
ამასთან, სკოლებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის შეფასების მიზნით შესაბამისი ელექტრონული პროგრამისა და სკოლაში ძალადობის რისკების შეფასების ელექტრონული პროგრამის დანერგვამდე, სკოლები გათავისუფლებულები არიან შესაბამისი ვალდებულებების განხორციელებისგან;
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის/უფლებამოსილი პირის მიერ ყოველდღიურ რეჟიმში სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის შეფასების ელექტრონული პროგრამის შექმნამდე საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური/უფლებამოსილი პირი გათავისუფლებულები არიან შესაბამისი ვალდებულებისგან.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები (შემდგომში – წესი) ადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (შემდგომში – სკოლა) ტერიტორიაზე, სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით განსახორციელებელ პრევენციულ ღონისძიებებსა და უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის დროს განსახორციელებელ ღონისძიებებს.
ამ წესის მიზანია:
ა) ბავშვთა უფლებების დაცვა და ბავშვთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება;
ბ) სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
გ) სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაზე ეფექტური რეაგირება;
დ) ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და ემოციურად უსაფრთხო სასკოლო გარემოს უზრუნველყოფა;
ე) მანდატურის, მანდატურის სამსახურისა და სკოლის სტრუქტურული ერთეულების კოორდინირებული მოქმედების ხელშეწყობა.
ამ წესის მოქმედება ვრცელდება საჯარო სკოლაზე; ხოლო კერძო სკოლა ვალდებულია იხელმძღვანელოს ამ წესით და დაიცვას იგი ან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშაოს შესაბამისი წესი, რომელიც უზრუნველყოფს ამ წესით განსაზღვრული პრინციპების სრულად დაცვასა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას.
ბრძანების სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლების სამინისტროსა და მისი სსიპ-ების საპროტესტი განცხადება: „ერთგულნი ვრჩებით საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი“
დირექტორმა სხვადასხვა საინტერესო საკითხთან დაკავშირებით, etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს“
საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა