სიახლეები
სიახლეები

სკოლებში „ანონიმური ყუთები“ აღარ განთავსდება
04-02-2019
-
+


მანდატურის სამსახურის უფროსის, გელა გელაძის განცხადებით, საჯარო სკოლებში „ანონიმური ყუთები აღარ განთავსდება. 

etaloni.ge მანდატურის სამსახურს დაუკავშირდა, იმის გასარკვევად თუ რა გახდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის მიერ მიმდინარე წლის 29 იანვარს ხელმოწერილი  ბრძანების  შეცვლის მიზეზი, თუმცა, როგორც უწყებაში განგვიცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით  დამატებით კომენტარს  ამ ეტაპზე ვერ გააკეთებენ.

etaloni.ge-მ ანონიმური ყუთების“ სკოლაში განთავსებასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ მასალაც მოამზადა, რომელსაც სოციალურ ქსელში საზოგადობის  ნაწილის ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა.

როგორც გელა გელაძე განმარტავს, აღნიშნული ყუთების განთავსების შესახებ რეკომენდაცია არასამთავრობო და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციებიდან მომდინარეობდა, მასშტაბური რეფორმის ფარგლებში კი როდესაც მთელი სისტემის ჩართულობით კომპლექსურად მოხდება სკოლებში უსაფრთხოებაზე ზრუნვა, სკოლებში ანონიმური ყუთების  განთავსება არ მოხდება.

„აღნიშნული ყუთების განთავსების შესახებ რეკომენდაცია მომდინარეობდა არასამთავრობო და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციებიდან, რაც მიზნად ისახავდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების გაუმჯობესებას, სკოლებში ძალადობის რისკების შეფასებასა და ადრეულ ეტაპზე ძალადობის პრევენციას.

მოგეხსენებათ, განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, სწორედ სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ამავე მიზანს ემსახურება ყველა სიახლე, რომლებიც სკოლაში იგეგმება და დაიგეგმება - „ახალი სკოლის“ მოდელის და „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის“ დანერგვა, პედაგოგთა ხელშეწყობა და გადამზადება, მანდატურის სამსახურის რეფორმა, მოსწავლეების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ფსიქო-სოციალური მომსახურების გაწევა მოსწავლეებისათვის, მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლებისთვის, სკოლის ადმინისტრაციისა და მანდატურებისათვის. ამ მასშტაბური რეფორმის ფარგლებში, როდესაც მთელი სისტემის ჩართულობით კომპლექსურად მოხდება სკოლებში უსაფრთხოებაზე ზრუნვა, მიგვაჩნია, რომ სკოლებში ანონიმური ყუთების  განთავსება არ მოხდება“, - განაცხადა გელა გელაძემ. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება