სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში პროექტგაკვეთილი - „ჩემი იმერეთი“ ჩატარდა
04-02-2019
-
+


იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მე-5/4 კლასში ისტორიაში  პროექტგაკვეთილი ჩატარდა.

პროექტგაკვეთილის თემა იყო - „ჩემი იმერეთი“

კლასის დამრიგებელი მარინა რუსაძეა, ისტორიას კი მეხუთეკლასელებს პედაგოგი ბელა ხეცურიანი ასწავლის. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტზე მუშაობის იდეა კლასის მოსწავლეებს ეკუთვნით.

„მათი მიზანი იყო მეტი გაეგოთ მათი კუთხის შესახებ. მიზნიდან გამომდინარე, მოსწავლეებმა ინფორმაცია მოიძიეს და გუნდურად იმუშავეს. იმერეთის ისტორიულ ძეგლებზე ბუკლეტები დაამზადეს და „სლაიდები“ გააკეთეს, როგორც ქუთაისელ მწერლებსა და პოეტებზე, ასევე კურორტ წყალტუბოსა და იმერულ ჩაცმულობაზე. გაკვეთილზე კი მოსწავლეებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს.

მე-5/4 კლასის მოსწავლეებისთვის პროექტზე მუშაობა იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ ისტორიის მასწავლებელთან, ბელა ხეცურიანთან ერთად დაგეგმეს ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში სტუმრობა და გასვლითი გაკვეთილები გელათსა და ბაგრატზე. ჩვენ კი წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენ მონდონებულ მოსწავლეებს და ბელა მასწავლებელს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება