მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე მანანა რატიანი სკოლის საატესტატო გამოცდების მოხსნის საკითხს ეხმაურება და ამბობს, რომ სკოლის გაძლიერება მასწავლებლების ერთიანი საზრუნავი გახდება.
მისივე თქმით, მასწავლებელი გამოცდაზე საკუთარი მოსწავლეების მიღწევებით იწონებდა თავს და არა სასწავლო პროცესში საინტერესო პედაგოგიური პრაქტიკით.
ამის შესახებ მანანა რატიანი სოციალურ ქსელში წერს. მის პოსტრ etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:
„1. იმ მასწავლებლებთან, ვისთანაც გამოცდა იყო მოსწავლის გაკვეთილზე დამაკავებელი იარაღი, პროცესს დროებით ჩამოშლის, ვიდრე მასწავლებელი მოსწავლის სხვა მოტივატორს არ იპოვის. ის მასწავლებლები კი, ვისთვისაც „კატისთვის“ საკითხების გამეორებაზე დრო დაკარგულად ეჩვენებოდათ, მეტ დროს დაუთმობენ მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას.
2. ამ გამოცდებს უნდა შეემოწმებინა სკოლამ ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს თუ მიაღწია, რა ფუნქციაც თავის თავზე ვერ აიღო. დეკლარატიულ ცოდნას ამოწმებდა, რაც ცხივრებაში კროსვორდების შევსებაში თუ გამოადგებოდა. ახლა სკოლამ მიზნის მიღწევაზე მეტად უნდა იფიქროს, არანაირი გამართლება, რომ დრო არ რჩებოდათ, აღარ ექნებათ.
3. სამაგიეროდ, სოციალური უთანასწორობა გააღრმავა, კონკურენტუუნარო გახადა სოციალურად შეჭირვებული და მატერიალურად წელგამართული ოჯახის შვილები.
4. მშობლებმა თანხები მიმართეს გამოცდების წარმატებით გადალახვისკენ და ამით ჩამოაშორეს თავის რეალურ ინტერესებს, ნამდვილ განათლებას, არც წიგნის კითხვის, არც თეატრში სიარულის, არც სპორტის და ხელოვნების დრო აღარ დაუტოვეს. მეტი დრო ექნებათ მოზარდებს თვითგამოხატვისთვის.
ბონუს პუნქტი - რეპეტიტორი მასწავლებელი სკოლის სიძლიერით არაა დაინტერესებული, სკოლაში რომ ხდებოდეს ხარისხიანი განათლების მიღება. ეს ხომ მოზარდების რეკრუტირებას კერძო ბიზნესში შეუშლიდა ხელს. მასწავლებელი გამოცდაზე საკუთარი მოსწავლეების მიღწევებით იწონებდა თავს და არა სასწავლო პროცესში საინტერესო პედაგოგიური პრაქტიკით. ესეც შეიცვლება და სკოლის გაძლიერება გახდება მასწავლებლების ერთიანი საზრუნავი.
კიდევ ბევრის დაწერა შეიძლება, თუმცა ესეც საკმარისია, რომ CAT-ის გაუქმება მომეწონოს“,-წერს მანანა რატიანი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლების სამინისტროსა და მისი სსიპ-ების საპროტესტი განცხადება: „ერთგულნი ვრჩებით საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი“
დირექტორმა სხვადასხვა საინტერესო საკითხთან დაკავშირებით, etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს“
საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა