სიახლეები
ინტერვიუ

სასკოლო ცხოვრება დღეს და ხვალ - როგორ ცვლის Izrune.ge განათლების მომავალს
09-02-2019
-
+


სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეებიაIzrune.ge-სთან ერთად მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები ერთი მიზნით ერთიანდებიან და მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბებით, სწავლის წახალისებითა და მეტი წარმატების მოტივაციით ივსებიან.

Izrune.ge ნაბიჯ-ნაბიჯ, თავის ოჯახის წევრებთან ერთად იზრდება, ვითარდება და სულ უფრო მასშტაბური ხდება. და რაც მთავარია, ინოვაციებით მუდამ გვაკვირვებს.

სწორედ ასეთ უპრეცენდენტო სიახლეს წარმოადგენს ახალი მამოტივირებელი სისტემა და კლასების „მეგობრულ“, „თვის სუპერ“ და „მომავლის კლასად“ დაყოფა.

NN11.JPG

ამ თემაზე უფრო ვრცლად და საინტერესოდ Izrune.ge-ს თბილისის სკოლებთან ურთიერთობის მენეჯერი, მანანა გეგია გვესაუბრება:

-თავდაპირველად, საინტერესოა, ვინ თამაშობს მნიშვნელოვან როლს წარმატებული კლასების ფორმირებაში?

-შვილების სასწავლო პროცესში მშობელთა სისტემურ ჩართულობასა და მოსწავლეთა დაინტერესებას მნიშვნელოვნად განაპირობებს სკოლების ლიდერი დირექტორების პროგრესული აზროვნება და მათი ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალთან, Izrune.ge-სთან თანამშრომლობა. წარმატებულმა მენეჯერებმა საუკეთესო შედეგზე გასასვლელად გამოჰყვეს კლასის დამრიგებლები, რომლებიც ავტორიტეტით, მაღალი პედაგოგიური პროფესიონალიზმით, პიროვნული თვისებებითა და ორგანიზატორული ნიჭით გამოირჩევიან. მათი მთავარი მიზანი უმოკლეს დროში სადამრიგებლო კლასის ჯერ „მეგობრულ“, შემდეგ „თვის სუპერ“ და ბოლოს „მომავლის კლასად“ ფორმირება და Izrune.ge-სთან ერთად წარმატების გაზიარებაა.

345.jpg

- საინტერესოა, რას გულისხმობს „მეგობრული კლასი“?

-„მეგობრული კლასი“ ეს არის კლასის სასტარტო წამახალისებელი ტიტული, რომელიც კლასს Izrune.ge-ში მოსწავლეთა ჩართულობის რაოდენობის მიხედვით ენიჭება. ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალში მოსწავლეთა ჩართვა სკოლებისთვის მინიჭებული ინდივიდუალური პრომო კოდით ხდება (სკოლებს კოდიEtaloni.ge და Izrune.ge-სთან თანამოაზრეობით ენიჭებათ, რის შემდეგაც, მათი მოსწავლეები პორტალის ყველა სიკეთეს სიმბოლურ ფასად, თვეში 1 ლარად იღებენ).

ეს ტიტული კლასს Izrune.ge-ში კლასის მოსწავლეთა 90%-100%-იანი ჩართულობის გააქტიურების შემდეგ ენიჭება.  

-რას მოიაზრებს „თვის სუპერ კლასი“?

-ეს არის მეგობრული კლასის წამახალისებელი ცალკეული თვის შემაჯამებელი ტიტული.  „მეგობრულ კლასს“ ეს წოდება Izrune.ge-ში ჩართულ მოსწავლეთა ყოველი თვის  „შემაჯამებელი ტესტის“ შედეგების მიხედვით ენიჭება, მაშინ, როდესაც კლასის თვის საშუალო შეწონილი ქულა არის 77 ქულა, ან მეტი.

-რაც შეეხება „მომავლის კლასს“?

-ეს „მეგობრული კლასის“ წამახალისებელი, უკვე წლის შემაჯამებელი ტიტულია, რომელიც კლასს სასწავლო წლის განმავლობაში მიღწეული შედეგების მიხედვით მიენიჭება. უფრო ზუსტად, 10 თვიდან კლასი 6-ჯერ, ან მეტჯერ თუ გახდება „სუპერ კლასი“, ის ხდება „სასწავლო წლის მომავლის კლასი“, მოსწავლეთა აქტიურ მშობლებს კი „მომავლის მშობელის“ წოდება მიენიჭებათ.

უნდა აღვნიშნო, რომ  კლასების ამ სისტემით დაყოფამ გაამართლა - საკმაოდ მცირე დროში უკვე ასამდე მეგობრული კლასი ჩამოყალიბდა. განსაკუთრებით აქტიურობენ N106, N167, N71, N87, N94, N145, N133, N11, N108 საჯარო სკოლები. მალე რეიტინგებსაც გამოვაქვეყნებთ.

-როგორც ვიცით, მომავალზე ზრუნვისა და სასკოლო ცხოვრების გააქტიურებასთან ერთად, წარმატებული კლასის საუკეთესო დამრიგებელს უპრეცენდენტო საჩუქარი ელოდება...

-დიახ2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანი ბინა გადაეცემა.

წარმატებული სამშენებლო კომპანია „ონიქს დეველოპმენტი“ აღნიშნულ საჩუქარს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებშიIzrune.ge-ს მონაცემებზე დაყრდნობითმომავალ თაობაზე მზრუნველი ადამიანების დაფასებისა და წახალისების მიზნით აწესებს.

N87.JPG


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება