სიახლეები
სამასწავლებლო

„კომპიუტერი ჩემი უსაყვარლესი იარაღია“- როგორ ხსნიან სკოლის ლიდერი დირექტორები სასწავლო პროცესში ინტერნეტის გამოყენების საჭიროებას
05-02-2019
-
+


Etaloni.ge სხვადასხვა აქტუალურ თემაზე სკოლის წარმატებული დირექტორების მოსაზრებების გაცნობას კვლავაც აგრძელებს.

ამჯერად, დავინტერესდით, თუ რა მნიშვნელობა აქვს საგაკვეთილო პროცესში კომპიუტერული რესურსის გამოყენებას და გამორჩეული მენეჯერებისგან საინტერესო პასუხები მოვისმინეთ:

ქუთაისის N26 საჯარო სკოლის დირექტორი ვარდო უგულავა:

„შემეცნების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება არსებითად მნიშვნელოვანია. სხვაგვარად თანამედროვე საგანმანათლებლო გამოწვევებისთვის ფეხის აწყობა წარმოუდგენელია. სკოლაში კომპიუტერების ოთახი გვაქვს, სადაც მოსწავლეებს ისტ-ში, საგზაო ნიშნებსა და უსაფრთხოებაში გაკვეთილი უტარდებათ. სხვა საგნებშიც აქტიურად იყენებენ ჩვენი მასწავლებლები ინტერნეტრესურსს, პედაგოგები ბავშვებს უჩვენებენ ფილმებს და სხვა საჭირო მასალების მოძიებას ასწავლიან.“

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ვარდენ ნიქაბაძე:

„კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება, ჩვენი გამოცდილებით, სასწავლო პროცესს მეტად თანამედროვეს, სახალისოსა და მოსწავლეებისთვის საინტერესოს ხდის. სკოლაში აქტიურად ვიყენებთ დისტანციური სწავლების სისტემას. პედაგოგები ელექტრონულად აძლევენ ბავშვებს დავალებებს და საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალურ განმარტებებსაც უკეთებენ, მოსწავლეებიც ამავე გზით ასრულებენ სამუშაოს. მსგავსი მიდგომა ზრდის კომუნიკაციის ხელმისაწვდომობასა და უკუკავშირს, რაც თავისთავად მისასალმებელია.“

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ობჩის საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ სირბილაძე:

„ისტ-ის გაკვეთილები მოსწავლეთა თანამედროვე მოთხოვნებთან და კომპიუტერებთან ინტეგრაციას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. ამ საგნის გავლის შემდეგ, ბავშვები მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში ივითარებენ და ინტერნეტრესურსს მრავალმხრივი შემეცნებისთვის იყენებენ. ჩემი დაკვირვებით, მოსწავლეები და პედაგოგები, რომლებიც საგაკვეთილო პროცესში აქტიურად იყენებენ კომპიუტერს, მეტად წარმატებულები არიან.“

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურის საჯარო სკოლის დირექტორი ირაკლი გარაყანიძე:

„მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ, თუმცა, გვაქვს კომპიუტერების ოთახი და ჩვენი მოსწავლეები შემეცნებაში აქტიურად იყენებენ ამ რესურსს. თანამედროვე განათლება კომპიუტერის გარეშე წარმოუდგენელია, მასთან მუშაობით ბავშვები დამოუკიდებლად ინფორმაციის მოძიებასა და თვითგანვითარებას სწავლობენ.“

ქუთაისის N35 საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან თავიდაშვილი:

„კომპიუტერთან ერთად შემეცნების პროცესი უფრო საინტერესო და მრავალმხრივი ხდება. სკოლაში გვაქვს ამ რესურსით სარგებლობის შესაძლებლობა და პედაგოგები აქტიურად იყენებენ ინტერნეტს საგაკვეთილო პროცესის წარმართვისას. აწყობენ კინოჩვენებებს, მოსწავლეებთან ერთად, საკითხის ირგვლივ დამატებით, საინტერესო მასალებს იძიებენ. თანამდროვე განათლება კომპიუტერის გარეშე წარმოუდგენელია.“

ფრიდონ თურმანიძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისის საჯარო სკოლის დირექტორი გია ბარამიძე:

„სკოლაში კომპიუტერული ლაბორატორია გვაქვს, მაგრამ ინტერნეტი მოგვეწოდება შეფერხებით. ასე თუ ისე, მაინც ვცდილობთ, რომ მოსწავლეებმა ტექნოლოგიებთან მუშაობა ისწავლონ და თანამედროვე საგანმანათლებლო გამოწვევებს აუწყონ ფეხი, დამოუკიდებლად მიეჩვიონ საჭირო ინფორმაციის მოძიებას და მრავალმხრივ განვითარდნენ.“

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის საჯარო სკოლის დირექტორი ლუდმილა ლექვინაძე:

 

„კომპიუტერი ჩემი უსაყვარლესი იარაღია, ჩვენი სკოლა შემეცნებაში აქტიურად იყენებს ამ რესურსს. ინტერნეტსივრცეში მრავალი საინტერესო და მნიშვნელოვანი მასალის მოძიება შეიძლება. გაკვეთილებზე ხშირად ვაწყობთ კინოჩვენებებსა თუ სხვა სახის განხილვებს , მოსწვალეებს ვასწავლით კომპიუტერთან მუშაობას და მის მიზნობრივ გამოყენებას. ეს პროცესი თანამედროვეობისთვის ფეხის ასაწყობად ძალიან მნიშვნელოვანია. წიგნი შეუცვლელია, კომპიუტერი კი - გარდაუვალი აუცილებლობა.“

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძულუხის საჯარო სკოლის დირექტორი მერაბ ხურციძე:

„სასწავლო პროცესში კომპიუტერული რესურსის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მოსწავლეები, გაკვეთილის თემატიკის გათვალისწინებით, აქტიურად იყენებენ ინტერნეტრესურსს, იძიებენ დამატებით ინფორმაციას და სწავლობენ კომპიუტერთან მუშაობას, რის გარეშეც წარმატების მიღწევა ჩვენს დროში წარმოუდგენელია.“

აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქობულეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ნარგიზ რომანაძე:

„სამწუხაროა, რომ ჩვენ თაობას კომპიუტერის გამოყენების საშუალება არ გვქონდა. ინტერნეტი ისეთი საინტერესო და მრავალფეროვანი მასალის მოძიების შესაძლებლობას გვაძლევს. ჩვენი მოსწავლეები და პედაგოგები საგაკვეთილო პროცესის გასამდიდრებლად დამატებით ვიზუალურ თუ ხმოვან მასალებს თემატურად და ძალიანა აქტიურად იყენებენ. ამ გზით, შემეცნების პროცესიც საოცრად საინტერესო ხდება.“

გივი შენგელიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო კოღუაშვილი:

„სასწავლო პროცესში კომპიუტერული რესურსის აქტიური გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. თანამედროვე გამოწვევებისთვის ფეხის აწყობა სხვაგვარად წარმოუდგენელია. სკოლაში გვაქვს კომპიუტერული ლაბორატორია, მაგრამ ის განახლებას საჭიროებს. დაწყებით კლასებში მოსწავლეები ბუკებს აქტიურად იყენებენ, აი, უფროსკლასელებს კი ახალი ტექნიკა სჭირდებათ ეფექტური შემეცნებისთვის.“


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება