მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით დმანისის საგანმანათლებლო ცენტრში ჩატარდა, სადაც „დმანისის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.
ღონისძიებას დმანისის მერის მოადგილე არიფ სულეიმანოვი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები ეკატერინე ოქრიაშვილი და სოფიკო ავალიანი, რესურსცენტრის უფროსი ბელა ტატუაშვილი, კომპანია RMG- ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი გვანცა ბერძენაძე, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასასრულს, საუკეთესო შედეგების მქონე 9 მონაწილეს კომპანია RMG- მ სიმბოლური საჩუქრები, პირველ სამ ადგილზე გასულ მოსწავლეს კი სპეციალური პრიზები გადასცა.
დმანისის მერის მოადგილემ, არიფ სულეიმანოვმა „ეტალონს“ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის ძალიან დიდ როლს თამაშობს არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის სახელმწიფო ენის გაუმჯობესების კუთხით:
„ძალიან ემოციური დღეა დღეს. ეს საქმე, რასაც „ეტალონი“ აკეთებს, არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი ჩვენი ბავშვებისთვის. ასეთი სახის ინტელექტ- ჩემპიონატები ზრდის მათ მოტივაციას და ისინი ყოველწლიურად უფრო აუმჯობესებენ სახელმწიფო ენის ცოდნის დონეს. ძალიან დიდი მადლობა „ეტალონის“და მთელ შემოქმედებით გუნდს.“
დმანისის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ბელა ტატუაშვილის თქმით, მოსწავლეების ინტერესი ინტელექტ- ჩემპიონატის მიმართ ძალიან მაღალია:
„ეტალონი“ ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების განათლების საქმეში. მნიშვნელოვანია ჩვენი აზერბაიჯანელი მოსწავლეების ჩართულობა. ისინი ძალიან მონდომებულები არიან და ცდილობენ, სახელმწიფო ენა უკეთ აითვისონ. მუნიციპალიტეტის მასშტაბით 27 სკოლა გვაქვს. საიდანაც 9 ქართულენოვანია და 18 არაქართული. დღევანდელი გამარჯვებულიც სწორედ, არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეა. ძალიან დიდ წარმატებებს ვუსურვებ მას.“
ზემო ოროზმანის საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელმა, ქეთევან შანიძემ აღნიშნა, რომ დმანისში მცხოვრები არაქართულენოვანი მოსწავლეები ცდილობენ უკეთესად ისწავლონ სახელმწიფო ენა და ამ ინტერესის გაღვივებაში „ეტალონი“ დიდ როლს თამაშობს:
„რაუფი ძალიან მონდომებული ბიჭია და ცდილობს ისწავლოს სახელმწიფო ენა. მისმა ოჯახის წევრებმა იციან ქართული და სახლშიც ცდილობენ ხშირად ისაუბრონ. ჩვენი სკოლის მოსწავლეები ძალიან არიან დაინტერესებულნი „ეტალონით“. ყოველწლიურად იზრდება მონაწილეთა რიცხვი და ძალიან მიხარია, რომ ეს ჩემპიონატი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბებას და მოსწავლეთა წინსვლას. ვულოცავ „ეტალონ მოსწავლეს“ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ახალგაზრდობას.“
ზემო ოროზმანის საჯარო სკოლის დირექტორი რამიზ რამაზანოვი პირველი სერტიფიცირებული არაქართველი მასწავლებელია დმანისში. მისთვის ჩემპიონატის დასასრული ორმაგად ემოციური აღმოჩნდა, რადგან „დმანისის ეტალონი მოსწავლე“ სწორედ მისი შვილია. რამიზ რამაზანოვის თქმით, ზემო ოროზმანის საჯარო სკოლაში მოსწავლეები ყოველთვის განსაკუთრებულად ემზადებიან ჩემპიონატისთვის და ყოველდღიურად ცდილობენ, უკეთესად ისწავლონ სახელმწიფო ენა და წარმატებას მიაღწიონ „ეტალონში“:
„დღეს ძალიან გახარებული ვარ, ორი მიზეზით. დღევანდელი გამარჯვებული, ჩემი სკოლის მოსწავლეა და ამასთანავე, ჩემი შვილია. ძალიან უხარიათ ახალგაზრდებს ჩემპიონატში მონაწილეობა. ქართულის მასწავლებელიც ყოველდღიურად ეხმარება მათ სახელმწიფო ენის ცოდნის ამაღლებაში.ძალიან მიხარია, რომ ბევრი წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლე გვყავს.“
„დმანისის ეტალონი მოსწავლის“ სტატუსი ზემო ოროზმანის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლემ რაუფ რამაზანოვმა მოიპოვა. მან etaloni.ge - ს საკუთარი ემოციები გაუზიარა:
„ბედნიერი ვარ. სახელმწიფო ენა კარგად არ ვიცი, მაგრამ ჩემპიონატისთვის ძალიან ვემზადებოდი და ახლა ძალიან მიხარია, რომ გავიმარჯვე. ყველა მონაწილეს ვუსურვებ წარმატებებს.“
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულმა „დმანისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...
ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ნამუშვრები შექმენეს
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...