მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, განათლება და მეცნიერება ერთმანეთს დაშორდა, ეს კი დიდი დარტყმაა ეკონომიკური პოტენციალისთვის.
ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის შემაჯამებელი პრეზენტაციის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობა ამ მიმართულებით საუკეთესო შედეგს აუცილებლად დადებს.
„აუცილებლად დავდებთ საუკეთესო შედეგებს და ეს იქნება სკეპტიკოსებისთვის პასუხი. პრობლემები ძალიან ბევრია. მათი დაძლევა შეუძლებელია რადიკალური ცვლილებების გარეშე. მძიმე გამოწვევა ეკონომიკური განვითარება - განათლება და მეცნიერება ერთმანეთს დაშორდა. ეს იყო დიდი დარტყმა ჩვენი ეკონომიკური პოტენციალისთვის.
ახალი რეფორმის ფარგლებში, ჩვენი პრიორიტეტი იქნება მასწავლებლის ადგილი, მისი საზოგადოებრივი სტატუსი, მისი მნიშვნელობა. მათი შრომის ანაზღაურება ადეკვატური გახდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებს, ინკლუზიურობას და სასკოლო სივრცეში მათ ინტეგრაციას.
უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო, ძალადობისგან თავისუფალი და კეთილგანწყობილი გარემო. მოხდება სკოლების აშენება-რეაბილიტაცია. ჩვენ უკვე წელს გავზარდეთ ბიუჯეტი 2,5-ჯერ, ამ მიმართულებით. მე ნამდვილად არ მსურს, საქართველოში ვიხილო მხოლოდ ე.წ. ელიტური და პრესტიჟული სკოლები. საქართველოში ყველა სკოლა უნდა იყოს ძლიერი და წარმატებული“,-განაცხადა ბახტაძემ.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა საზოგადოებას განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის შემაჯამებელი პრეზენტაცია წარუდგინა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა.
ასევე იხილეთ: „არ მსურს, საქართველოში ვიხილო მხოლოდ ე.წ. ელიტური და პრესტიჟული სკოლები“,- მამუკა ბახტაძე
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლების სამინისტროსა და მისი სსიპ-ების საპროტესტი განცხადება: „ერთგულნი ვრჩებით საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი“
დირექტორმა სხვადასხვა საინტერესო საკითხთან დაკავშირებით, etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს“
საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა