მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე მანანა რატიანი პედაგოგების პროფესიულ განვითარების სქემის შესახებ etaloni.ge-სთან დამატებით განმარტებებს აკეთებს.
მისი თქმით, ის მასწავლებლები, რომლებიც პროფესიულ განვითარების სქემაში არიან ჩართულნი და ცდილობენ სტატუსი შეიცვალონ, მათთვის ამ სასწავლო წელს არაფერი არ იცვლება.
მანანა რატიანმა ასევე აღნიშნა, რომ მასწავლებლებს პროფესიული განვითარების მიმართულებით მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ თუ სკოლის ბაზაზე პროფესიულ განვითარებას არ შეეწყო ხელი, ამ მხრივ სკოლა წინ ვერ წაიწევს.
„ის მასწავლებლები, რომლებიც სრულად მოაგროვებენ ამ სასწავლო წლის ბოლომდე კრედიტებს, რაც სტატუსის ცვლილებისთვის არის საჭირო, ისინი შეიცვლიან სტატუსს;
ის მასწავლებლები, რომლებიც სრულად დააგროვებენ სკოლის ბაზაზე არსებულ კრედიტქულებს, სავალდებულო და დამატებით აქტივობებს, დარჩებათ გარე შეფასებები - გამოცდა და გარე დაკვირვება, ისინი ამის განხორციელებას შეძლებენ ზაფხულში. ეს კრედიტები მათ მიემატებათ;
პრაქტიკოსი მასწავლებელი რომ გახდეს უფროსი მასწავლებელი, ვისაც გამოცდა არ აქვს ჩაბარებული, ჩვეულებრივ ჩააბარებს იმავე ფორმატის გამოცდას;
უფროსი მასწავლებლები, რომლებიც მოაგროვებენ 15 კრედიტქულას სავალდებულო დამატებით აქტივობებში, ისინიც სექტემბრიდან შეძლებენ გარე დაკვირვების გავლას;
ანუ მასწავლებლები, რომლებიც სტატუსის ცვლილების პროცესში არიან, მათთვის არ შეცვლილა არაფერი, ჩვეულებრივ გააგრძელებენ საქმიანობას“, - განაცხადა მანანა რატიანმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა