მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით ბოლნისის N5 საჯარო სკოლაში ჩატარდა, სადაც „ბოლნისის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.
ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ვალეტინა ნავერიანი და ლონგინოზ გასანოვი, მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი კობა ჟღენტი, ბოლნისის რესურსცენტრის უფროსი ია სვანიძე, კომპანია RMG-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი ნატალი ნოზაძე, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასასრულს, პირველ სამადგილოსან მონაწილეს კომპანია RMG-სგან „ბიბლუსის“ ვაუჩერები გადაეცათ, 250, 150 და 100 ლარის ოდენობით. ასევე 200-200 ლარიანი ვაუჩერებით დასაჩუქრდნენ კაზრეთის N1 და კაზრეთის N2 საჯარო სკოლების საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეები.
„ბოლნისის ეტალონ მოსწავლეს“ კი მუნიციპალიტეტის მერიისგან ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიური სტიპენდია დაენიშნა, 100 ლარის ოდენობით.
მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა, კობა ჟღენტმა აღნიშნა, რომ ბოლნისში „ეტალონის“ მიმართ მოლოდინი და ინტერესი ძალიან მაღალია:
„ბოლო წლების მანძილზე „ეტალონი“ ნამდვილად გახდა ძალიან სახალხო და მასშტაბური პროექტი, რომლის მიმართაც მოლოდინი, საზოგადოების მხრიდან, ძალიან მაღალია. ამ ბავშვებთან ერთად მეც ყოველთვის მახარებს ის ფაქტი, რომ ჩართული ვარ ჩემპიონატის სამზადისში. მინდა, ვუსურვო მომავალ თაობასა და „ეტალონს“ უდიდესი წარმატება."
ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ია სვანიძემ მოსწავლეების ჩართულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ეტალონი“ დიდ როლს თამაშობს ბოლნისის მუნიციპალიტეტში არაქართულენოვანი მოსწავლეების ინტეგრაციის კუთხით:
„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო „ეტალონის“ მთელ შემოქმედებით გუნდსა და პირადად ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს ამ არაჩვეულებრივი პროექტისთვის, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას. მით უმეტეს, ისეთ რეგიონებში, სადაც არის კომპაქტურად არაქართულენოვანი მოსახლეობა. პროექტი ნამდვილად ეხმარება ჩვენს ბავშვებს სახელმწიფო ენის უკეთ სწავლაში. „ეტალონი“ ხელს უწყობს ჩვენი არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეების ადაპტირებას, ჩართულობასა და ინტეგრაციას მთელ საგანმანათლებლო სისტემასთან. ისინი ძალიან ცდილობენ, ყოველდღიური მეცადინეობებით გაიუმჯობესონ სახელმწიფო ენის ცოდნის დონე და მიაღწიონ წარმატებებს ისეთ არაჩვეულებრივ პროექტებში, როგორც არის „ეტალონი“.
კომპანია RMG- ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა, ნატალი ნოზაძემ ჩემპიონატის საპრიზო ადგილის მფლობელ მონაწილეებს კომპანია RMG- ის სახელით ფულადი ჯილდო გადასცა და etaloni.ge - სთან საუბრისას აღნიშნა, რომ კომპანია RMG, რომელიც ხელს უწყობს კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტებს, არის „ეტალონის“ თანამოაზრე და გააგრძელებს თანამშრომლობას ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეც:
„შეიძლება ითქვას, რომ „ეტალონს“ ვგულშემატკივრობ და თვალს ვადევნებ მისი დაარსების დღიდან. ჩვენ ცხადია, ვადევნებთ თვალს პროექტის მიმდინარეობას საქართველოს მასშტაბითაც. ჩვენი კომპანია ოპერირებს ბოლნისის რაიონში, კერძოდ, საწარმო მდებარეობს დაბა კაზრეთში და ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა ძირითადად მიმართულია ამ რეგიონისკენ. RMG აქტიურად უწყობს ხელს კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტებს დაბა კაზრეთში და გამომდინარე იქიდან, რომ კაზრეთის N1 და N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი „ეტალონის“ ჩემპიონატებში, გადავწყვიტეთ, გვეთანამშრომლა ჩემპიონატთან - დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ვყოფილიყავით თანამოაზრე და ერთ-ერთი სპონსორი. თუმცა, ჩვენ აუცილებლად გვინდა გავაგრძელოთ თანამშრომლობა „ეტალონის“ფინალურ ეტაპებზე და დავაწესოთ სპეციალური პრიზი."
ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის, გოგი მეშველიანის წარმომადგენელმა, ნინო მანაგაძემ აღნიშნა, რომ „ეტალონი“ მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოში მცხოვრები არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეების ინტეგრაციას საზოგადოებაში:
„მივესალმები „ეტალონსა“ და მის იდეებს, რომლის გულშემატკივარიც ვარ უკვე წლებია. უმნიშვნელოვანესი პროექტია სრულიად საქართველოსთვის და განსაკუთრებით იმ რეგიონებისთვის, სადაც არაქართულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დღევანდელ ჩემპიონატში სწორედ არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლემ გაიმარჯვა, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ბოლნისში მოსწავლეების მონდომებას და მზაობის მაღალ ხარისხს. დღევანდელი დღე არის დასტური იმის, რომ საუკეთესოდ ხდება ჩვენი არაქართულენოვანი მოსახლეობის ინტეგრირება საზოგადოებაში და მათ ძალიან კარგად იციან სახელწიფო ენა. ჩვენ კიდევ ერთხელ მივულოცავთ გამარჯვებულს, რომელსაც გადავცემთ სიმბოლურ საჩუქარს, მსოფლიო ისტორიის ენციკლოპედიის სახით."
„ბოლნისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული ბოლნისის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ, გოჰარ ხურშუტიანმა მოიპოვა. მისი თქმით, ბოლნისის საჯარო სკოლაში მოსწავლეები ყოველდღიურად მეცადინეობენ სახელმწიფო ენაში:
„ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ, რომ გამარჯვებულის სტატუსი მოვიპოვე. მიუხედავად იმის, რომ მე არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლე ვარ, კარგად მესმის და მე თვითონაც ვცდილობ გამართულად ვისაუბრო სახელმწიფო ენაზე. ჩვენი ქართულის მასწავლებელი ძალიან გვეხმარება ამაში. ჩემი კლასელებიც ბევრს მეცადინეობენ იმისათვის, რომ მიაღწიონ წარმატებას.“
ძალიან ემოციური აღმოჩნდა ჩემპიონატის ფინალი ბოლნისის საჯარო სკოლის პედაგოგისთვის. გოჰარ საფარიანის თქმით, „ეტალონის“ დამსახურებით ბოლო წლებში ქართული ენის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა:
„ეტალონი“ ზრდის მოტივაციას ბავშვებში, რომ უკეთესად ისწავლონ სახელწიფო ენა. გვიყვარს ძალიან და ვიცით, რომ ჩვენი სამშობლოა საქართველო, რადგან აქ ვცხოვრობთ. მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლებში უფრო გაიზარდა ბავშვებში ინტერესი სახელმწიფო ენის მიმართ, ისინი პირველივე კლასიდან სწავლობენ ქართულს და აბარებენ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში."
დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულმა „ბოლნისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა