მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის თქმით, სკოლის რეფორმის ფარგლებში, საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა მოხდეს.
კერძოდ კი მისი განმარტებით, გარდა დასწავლით ცოდნით დაგროვების მოდელიდან უნდა გადავიდეთ ისეთი უნარების განვითარებაზე, როგორიც არის კრიტიკული, შემოქმედებითი აზროვნება, თანამშრომლობა, კომუნიკაცია, პასუხისმგებლობა და წიგნიერება.
ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, სკოლა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი მომავალი განათლების და რეფორმის.
„საერთაშორისო პრაქტიკაც იმას მოწმობს, რომ დღევანდელი, თანამედროვე სკოლის მოდელები გარდა დაგროვებითი ცოდნისა, ორიენტირებული უნდა იყოს იმ უნარების განვითარებაზე, რომელიც უკვე ვახსენეთ. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც სკოლებში განხორციელდება. დაიწყება დაწყებითი კლასებიდან და გადავა ზედა საფეხურებზე. ის იქნება ორიენტირებული იმაზე, რომ ბავშვებს რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა მივცეთ, მეტი ინტერესი გავუჩინოთ ცოდნისადმი და არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ იმ ისტორიულ გამოცდილებაზე, რომელიც მხოლოდ ცოდნის დაგროვებაზე, გამოკითხვაზე და გამოცდის ჩაბარებაზეა ორიენტირებული. პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება ისეთი სკოლა, რომელიც ორიენტირებულია ცოდნის დაგროვებასთან ერთად იგივე ანალიტიკური უნარების განვითარებაზე, რადგან ჩვენ გვჭირდება ისეთი თაობა, რომელიც ორიენტირებულია არამარტო დასწავლაზე, არამედ ამ ცოდნის შეძენიდან კონკრეტული, სწორი გადაწყვეტილებების მიღებაზე“,- განაცხადა ბატიაშვილმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
საახალწლო ზარ-ზეიმმა მთელი სკოლა მოიცვა
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება