მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების რეფორმასთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი პარლამენტში მოხსენებით გამოვიდა. დეპუტატებმა ანგარიშის წარდგენის შემდეგ მინისტრს კითხვები დაუსვეს.
გთავაზობთ, ყველაზე გამორჩეულ და უცნაურ კითხვებს, რომელებმაც სოციალურ ქსელში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ზოგიც იუმორის ხასიათზე დააყენა.
„პატრიოტთა ალიანსიდან“ პარლამენტის დეპუტატმა, გიორგი ლომიამ მიხეილ ბატიაშვილს მიმართა: „ნუ შეგეშინდებათ სიბნელის თუ ბოლო მაინც ნათელია...“ - და სკოლებში რელიგიის ისტორიის შემოღება მოითხოვა.
„მე შეგნებულად არ გამოვყოფ მართლმადიდებლობას, რათა კოლეგებმა არ თქვან, რომ სხვა რელიგიების დისკრიმინაციას ვცდილობ. დღეს ვინც ნეოლიბერალურ დოქტრინას ფეხდაფეხ არ მიჰყვება, ყველა ბნელ ადამიანად ცხადდება. მინდა გთხოვოთ, ნუ შეგეშინდებათ სიბნელის თუ ბოლო მაინც ნათელია. ნუ დაუკარგავთ ჩვენს ეკლესიას იმ ღვაწლსა და როლს საქართველოს ისტორიაში და, ამავდროულად, არ დაარღვიოთ ანტიდისკრიმინაციული კანონი“, - მიმართა დეპუტატმა განათლების მინისტრს.
პარლამენტის დეპუტატი „პატრიოტთა ალიანსიდან“ ემზარ კვიციანი მინისტრისგან სოციალურ პროგრამას ითხოვს, რომელიც ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს:
„განათლების მინისტრის მოხსენებიდან ერთი ფრაზა მომხვდა ყურში: „გამოცდებმა დააცარიელეს სკოლები“, ანუ ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს გამოცდების გაუქმება. აი, ისევ მივადექით ყველაზე დიდ პრობლემას, რომელზეც ძალიან ბევრი კითხვა და ძალიან კარგი კითხვები დაისვა, მაგრამ კაციშვილმა არ ილაპარაკა მთავარ პრობლემაზე, რასაც ჩვენი გენოფონდის განადგურება ჰქვია. განადგურებისკენ მივდივართ, ანუ სკოლებში არ გვყოფნის და არ გყოფნით მოსწავლეები. ამასთან დაკავშირებით მაქვს კითხვა, ფიქრობთ თუ არა ბატონო მინისტრო, რომ საჭიროა მოიფიქროს სახელმწიფომ ისეთი სოციალური პროგრამები, რომლითაც ხელს შეუწყობს ახალი ოჯახების შექმნას და მისცემს მიმართულებას ერს გამრავლებისკენ“, - განაცხადა კვიციანმა.
პარლამენტის დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ენძელა მაჭავარიანი მუხრან მაჭავარიანის იუბილეს აღნიშვნით დაინტერესდა:
„აპრილში არის მუხრან მაჭავარიანის 90 წლის იუბილე, როგორ ვემზადებით ჩვენ ამ იუბილესთვის და საერთოდ, როდესაც ვსაუბრობთ ქართულ განათლებაზე, რამდენად იქნება ჩვენი ღვაწლმოსილი წინაპრების ცხოვრების ისტორიები აქ გამოყენებული“, - დეპუტატ ენძელა მაჭავარიანის კითხვა განათლების მინისტრს.
პარლამენტის დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ აკაკი ზოიძე საქართველოში ექთნების დეფიციტის თემით დაინტერესდა:
„წელიწადში 100 ექიმი გვჭირდება და აღარ დავასახელებ ციფრს, რამდენს უშვებს ყოველწლიურად ის დაწესებულებები, რომლებიც არსებობენ. მწვავე დეფიციტი გვაქვს ექთნების. ერთი ექთანიც არ მოდის ერთ ექიმზე, როცა უნდა მოდიოდეს ერთ ექიმზე 3 ექთანი. რეალობა ძალიან კარგად იცით. ეს მჭიდრო კავშირშია პროფესიულ განათლებასთანაც და ბაკალავრიატთანაც. ძალიან მნიშვნელოვანია ხედვა, რას ვაპირებთ ამ მიმართულებით“, - იკითხა აკაკი ზოიძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლების სამინისტროსა და მისი სსიპ-ების საპროტესტი განცხადება: „ერთგულნი ვრჩებით საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი“
დირექტორმა სხვადასხვა საინტერესო საკითხთან დაკავშირებით, etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს“
საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა