მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანასების ახალ მოდელზე ისაუბრა, რომ არსებული არაეფექტურია და სამინისტრო მსოფლიო ბანკთან ერთად, ახალ მოდელზე მუშაობს.
„არსებული დაფინანსების მოდელი არაფრის მომცემია და აქტიურად ვმუშაობთ მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან, რომ გადასვლა მოხდეს ახალ მოდელზე თუ რის მიხედვით მოხდეს უნივერსიტეტების სტიმულირება. ვაუჩერული სისტემა რჩება, ის მიყვება სტუდენტებს პირდაპირ. რაც შეეხება იმ რესურსს, რომელიც მიედინებოდა უნივერსიტეტში უფასო ფაკულტეტების მიმართულებით, გადანაწილდება იმ შეფასებით მაჩვენებლებზე, რომელიც ჩამოყალიბდება, ანუ რის მიხედვით მოხდეს უნივერსიტეტების სტიმულირება. ვმუშაობთ იმ კუთხით რომ გვქონდეს მომავალ წელს ახალი მოდელი, რომელიც უფრო მეტად იქნება მასტიმულირებელი წინანდელთან შედარებით“, - განაცხადა მინისტრმა.
მინისტრის თქმითვე, ამ თემასთან დაკავშირებით, უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან ინტენსიური შეხვედრები და კონსულტაციები მიმდინარეობს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
საახალწლო ზარ-ზეიმმა მთელი სკოლა მოიცვა
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება