მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საჩხერის მუნიციპალიტეტის სარეკის საჯარო სკოლა ჩართულია რესპუბლიკურ პროექტში ,,ნიკო კეცხოველის ნაკვალევზე“.
ნიკო კეცხოველის სასკოლო გუნდის სახელით სარეკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შეიმუშავეს პროექტი, რომელიც დააფინანსა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.
მოსწავლეებისათვის დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით მოეწყო ორ დღიანი ეკო-ტური კოლხეთის ეროვნულ პარკში.
მოსწავლეებს მეგზურობა გაუწიეს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ თომა დეკანოიძემ, დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსმა ნატო სულთანიშვილმა და კოლხეთის ეროვნული პარკის რეინჯერებმა.
ტურის მონაწილეებმა ვიზიტორთა ცენტრი და საგამოფენო დარბაზი დაათვალიერეს, სადაც მიიღეს ინფორმაცია პარკის ტერიტორიაზე არსებული ფლორისა და ფაუნის, მათ შორის წითელი ნუსხის სახეობების შესახებ. დაათვალიერეს ჰერბარიუმი და ფრინველთა ფოტოები.
მოსწავლეებს პარკის რეინჯერებმა ჩაუტარეს ლექცია კოლხეთის დაბლობის შესახებ, ისაუბრეს ასევე პარკში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე. ლექციის შემდეგ მოსწავლეები პანტონით გავიდნენ პალიასტომის ტბაზე, სადაც აწარმოეს გადამფრენ ფრინველებზე მონიტორინგი.
პროექტის ძირითადი მიზანი სწორედ გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება და აღრიცხვა იყო, მოსწავლეები უზრუნველყოფილები იყვნენ ბინოკლებითა და ბუკლეტებით, სადაც აღწერილი იყო ყველა გადამფრენი ფრინველი, რომელიც კოლხეთის ეროვნულ პარკში იყო შემჩნეული. მათ შეძლეს ფრინველებზე დაკვირვება და მათი აღწერა, პროექტმა საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა. ეკო-ტურის მსვლელობა გააშუქა სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღამ.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო