სიახლეები
სიახლეები

„მზად ვართ, თუმცა არ ვეთანხმებით, რომ საარჩევნო პერიოდში სკოლების შემოწმებაზე მორატორიუმი გამოვაცხადოთ“ - მიხეილ ბატიაშვილი
08-02-2019
-
+


„დღეს ჩვენი სისტემა სრულად დეპოლიტიზირებულია“ – განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბარიაშვილმა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე ზუგდიდის მე-6 სკოლის შესახებ საუბრისას.

მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა თუ მედიასაშუალება ცდილობს ამ ია კერზაიას სახელი და მისი ოჯახის ტრაგედია პოლიტიკური სპეკულაციების საგნად აქციოს.

როგორც განათლების მინისტრმა განაცხადა, სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, საარჩევნო პერიოდში სკოლების ინსპექტირებასა და აუდიტზე მორატორიუმი გამოცხადდეს.

„ჩვენ მზად ვართ, თუმცა არ ვეთანხმებით, რომ თუნდაც პოლიტიკური რისკების თავიდან ასაცილებლად საარჩევნო პერიოდში გამოვაცხადოთ მორატორიუმი. თქვენ ხართ პოლიტიკოსები და შეგიძლაით მიიღოთ ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ ბატიაშვილმა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის საკითხთან დაკავშირებით, სამინისტროში შემოსულ წერილებთან დაკავშირებით დეპუტატებს პროცედურა განუმარტა, რომ სამინისტროში უამრავი წერილი შედის და სამინისტრო ვალდებულია ყველა მათგანზე რეაგირება მოახდინოს.

კონკრეტულად ზუგდიდის მე-6 სკოლასთან დაკავშირებით შესულ წერილზე, თითქოს ის ანონიმური იყო, მინისტრმა განაცხადა, რომ შეუძლებელია სამინისტრომ ყველა კონკრეტული განცხადების ავტორი გადაამოწმოს თუმცა, ფაქტია, რომ დარღვევები დადასტურდა, ეს თავად სკოლამაც აღაიარა და გამოასწორა.

განათლების სამინისტომ ამ საკითხზე მიმართა სკოლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების მისაღებად და 3 დეკემბრამდე მისცა ვადა. საბჭომ საკითხი განიხილა 30 ნოემბერს, დაიწყო სიტუაციის გამოსწორებისათვის მუშაობა და ამავდროულად, არ მიიღო დირექტორის გათავისუფლების გადაწყვეტილება. სამინისტრომ გაითვალისწინა საბჭოს პოზიცია, დირექტორის დადებითი დახასიათება და ამავე დროს ვითარების გამოსწორებისთვის მზადყოფნა და არ შეუცვლია საბჭოს გადაწყვეტილება, არ გაუთავისუფლებია დირექტორი. ბუნებრივია ამის შესახებ იცოდა ქალბატონმა იამ და ეს საჯაროდ დადასტურა „ფეისბუქის“ პოსტის საშუალებით“, - განაცხადა მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად ახორციელებს როგორც გეგმიურ, ისე არაგეგმიურ შემოწმებებს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

განათლების სამინისტროსა და მისი სსიპ-ების საპროტესტი განცხადება: „ერთგულნი ვრჩებით საქართველოს  ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი“

როდიდან გამოიდარებს - გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

ამ ხატის წინაშე იმ ბავშვების მშობლები ლოცულობენ, რომელთა შვილები სწავლის ნიჭითა არ არიან დაჯილდოებულნი,

პიროვნება

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

„ჩემი მოტივაციაა მოსწავლეებში სწავლის სურვილის გაღვივება, მეგობრული თანამშრომლობა, სიკეთის კეთება“ 

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს მოტივირებულ, ბედნიერ, ინტელექტუალურ და თვითშეფასების უნარის მქონე მოსწავლეებს“

სკოლები

გარდა ამისა, მათ იცეკვეს, შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს 

აღსანიშნავია, მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს 



სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მიღწევებით ამაყობს და მათ წარმატებებს უსურვებს მომავალში 

სკოლაში მასწავლებელს - მაკა კალანდაძეს ამ შესაძლებლობისთვის მადლობას უხდიან 

საინტერესო

საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები

„საბაზო საფეხურის მოსწავლეები სპექტაკლს დგამენ, დაწყებითი კლასების მოსწავლეები კი, საინტერესო საახალწლო აქტივობებს გვპირდებიან“

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

სიახლეები
საზოგადოება