სიახლეები
სკოლები

პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლე ანა კვიკვინიამ ზეპირი მათემატიკური ანგარიშის კონკურსში გაიმარჯვა
08-02-2019
-
+


გასულ კვირას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული და საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი საერთაშორისო კონკურსის,  ,,მიქსიკე-პრანგლიმინე“ საქართველოს ზეპირი მათემატიკური ანგარიშის ფინალური ეტაპი  გაიმართა. 

კონკურსის 50 ფინალისტს შორის იყო ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის საჯარო სკოლის 6 წარმომადგენელი. ყველა მათგანი თავისი კატეგორიის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. 

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მეცხრე კლასის მოსწავლე ანა კვიკვინია, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა VII-XII კლასელ გოგონათა შორის. მან 11178 ქულა აიღო და 3500 ქულით გაუსწრო უახლოეს მდევარს. ამ გამარჯვებით ანამ საერთაშორისო ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. 

„სკოლის დირექცია აღნიშნული შედეგებისთვის მადლიერებას გამოხატავს მათემატიკისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელთა მიმართ, რომლებიც სხვადასხვა დროს წარმატებულ მოსწავლეებს ასწავლიდნენ. ესენი არიან: ლალი ფეტელავა, ბელა ლაგვილავა, ნანა კორტავა, კობა კვიკვინია, ნინო, კვიკვინია და ნანი კვიკვინია. ანა კვიკვინიას კი ვუსურვებთ საერთაშორისო ფინალში საქართველოს სახელის ღირსეულად დაცვას“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

პირველი მაისის საჯარო სკოლის სხვა წარმომადგენელთა შედეგები ასეთია: 

1. კობა კვიკვინია (პედაგოგი) - პირველი ადგილი ზრდასრულ და მასწავლებელ მამაკაცთა შორის - 7927 ქულა. 

2. ლუკა კახიანი (მე-6 კლასი) - მე-3 ადგილი მე-4-მე-6 კლასელთა შორის - 7898 ქულა. 

3. გიორგი ყორშია (მე-6 კლასი) - მე-4 ადგილი მე-4-მე-6 კლასელთა შორის - 7821 ქულა. 

4. თეიმურაზ კვიკვინია (მე-8 კლასი) - მე-4 ადგილი მე-7-მე-12 კლასელ ჭაბუკთა შორის - 9773 ქულა.

5. ნიკა ბუკია (მე-7 კლასი) - მე-5 ადგილი მე-7-მე-12 კლასელ ჭაბუკთა შორის - 8477 ქულა. 

საერთაშორისო ფინალი 27 აპრილს ესტონეთის ქალაქ კილინგი ნიომეში გაიმართება, სადაც საქართველოსთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ესტონეთის, ლიტვის, ლატვიის, სლოვენიის და უკრაინის წარმომადგენლები.

იხილეთ ფოტოები 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა დედებს სიმღერები მიუძღვნეს და 3 მარტი აღნიშნეს

ბურნაშეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონსიძიება სხვადასხვა ენებზე ჩაატარეს

რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

სკოლები
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება