სიახლეები
სიახლეები

„მოვისმინე კრიტიკა, ტყუილი, შეურაცხყოფა, თუმცა ვერ მოვისმინე დასაბუთებული მოსაზრება“ - მიხეილ ბატიაშვილი
08-02-2019
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, პარლამენტში ორდღიანი გამოსვლის შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ არაერთი ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი განცხადება მოისმინა.

დღენახევარი, რაც აქ ვარ, „დე ჟავუს“ შეგრძნება მაქვს -  თითქოს, მე ვცხოვრობ დაახლოებით 9 წლის წინ. ერთი, რაც შემიძლია ვთქვა: მინდა მადლობა ვუთხრა ,,ქართულ ოცნებას“, რომ დღეს, როდესაც მე აქედან გავალ, მე არ ვცხოვრობ ისევ 9 წლის წინანდელ რეალობაში და ვცხოვრობ იქ, სადაც ასეთ ადამიანებსაც აქვთ აზრის გამოთქმის საშუალება და ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია ვუსმინოთ და ღირებული პასუხები გავცეთ. მჯერა, რომ იმ გზას, რომელიც ავირჩიეთ, გზას, რომელიც მიმართულია რეფორმებისკენ, ალტერნატივა არ აქვს. ამ დღენახევრის განმავლობაში მე მოვისმინე კრიტიკა, ტყუილი, შეურაცხყოფა, თუმცა ვერ მოვისმინე ვერც ერთი დასაბუთებული მოსაზრება, რომელიც მიმართული იყო რეფორმისკენ“, - განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ ბატიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ განათლების სამინისტრო ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუსმენს და გაითვალისწინებს საღ აზრს.

აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას კომიტეტთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან. სამინისტრო გახსნილია, იმისთვის, რომ მოისმინოს ყველას საღი აზრი და ნებისმიერი ასეთი გამოთქმული ცვლილება გაითვალისწინოს“,-განაცხადა მინისტრმა.

პარლამენტის ფრაქცია „ეროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წარმომადგენლის სერგი კაპანაძის მიერ პარლამენტში ნაჩვენებ დამონტაჟებულ ვიდეოს კი მიხეილ ბატიაშვილმა სიცრუე უწოდა, რადგან მისი თქმით, წარმოდგენილი მასალა იყო არასრულია და ტენდენციურ ხასიათს ატარებდა.

„დღეს თქვენ ისევ დადგით სპექტაკლი, მიაგზავნეთ ხალხი სამინისტროში და გვაჩვენებთ დამონტაჟებულ ვიდეოს, 10 წუთის ნაცვლად ამოგლეჯილ წამებს. ვიდეო გაცილებით დიდია და მისი მთლიანად ჩვენების შემთხვევაში, სულ სხვა სურათი დაიხატებოდა. თუ გყოფნით იმის უნარი, რომ ეს მასალა გაუშვათ, გაუშვით ბოლომდე. დიახ, თქვენ იქ მოგთხოვდნენ საბუთს, ასეთის არსებობის შემთხვევაში თუმცა, ასევე ჩაიბარებდნენ თქვენ წერილს საბუთის გარეშეც, რაც მოხდა კიდეც.  მოგიწოდებთ, აჩვენოთ საზოგადოებას სრული ვიდეო, სადაც ეს ყველაფერი ასახულია. თუმცა, თქვენ ისევ სპექტაკლებს დგამთ და ისევ მანიპულირებთ, სირცხვილია!“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

სხდომაზე, სადაც განათლების მინისტრს დეპუტატები განათლების რეფორმასთან დაკავშირებით უსვამდნენ კითხვებს, სერგი კაპანაძე წარადგინა ვიდეო ექსპერიმენტი, რომლის მიზანიც იყო, ეჩვენებინათ ჩაიბარებდნენ თუ არა სამინისტროში ანონიმურ წერილს პირადი ნომრის გარეშე. ვიდეოში ჩანს, რომ დოკუმენტების გარეშე წერილი არ ჩაიბარეს. სერგი კაპანაძის თქმით, საქმე ეხება ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის  საქმეზე დაწერილ წერილს, რომელიც სამინისტროში შევიდა და რომლის მიხედვითაც, სკოლაში აუდიტი ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განათლების რეფორმის შესახებ ანგარიში წარადგინა, სადაც დეპუტატებს კითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდათ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

განათლების სამინისტროსა და მისი სსიპ-ების საპროტესტი განცხადება: „ერთგულნი ვრჩებით საქართველოს  ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი“

როდიდან გამოიდარებს - გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

ამ ხატის წინაშე იმ ბავშვების მშობლები ლოცულობენ, რომელთა შვილები სწავლის ნიჭითა არ არიან დაჯილდოებულნი,

პიროვნება

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

„ჩემი მოტივაციაა მოსწავლეებში სწავლის სურვილის გაღვივება, მეგობრული თანამშრომლობა, სიკეთის კეთება“ 

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს მოტივირებულ, ბედნიერ, ინტელექტუალურ და თვითშეფასების უნარის მქონე მოსწავლეებს“

სკოლები

გარდა ამისა, მათ იცეკვეს, შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს 

აღსანიშნავია, მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს 



სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მიღწევებით ამაყობს და მათ წარმატებებს უსურვებს მომავალში 

სკოლაში მასწავლებელს - მაკა კალანდაძეს ამ შესაძლებლობისთვის მადლობას უხდიან 

საინტერესო

საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები

„საბაზო საფეხურის მოსწავლეები სპექტაკლს დგამენ, დაწყებითი კლასების მოსწავლეები კი, საინტერესო საახალწლო აქტივობებს გვპირდებიან“

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

სიახლეები
საზოგადოება