მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პარტია „ევროპული საქართველო“ საკანონდებლო წინადადებით გამოდის, რომ ერთიან ეროვნული გამოცდებზე ზოგადი უნარების ჩაბარება სავალდებულო იყოს.
შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. ცვლილებები „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში მომზადდა, მიმდინარე წლის 11 თებერვალს კი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მისი ინიცირება მოხდება.
კანონპროექტის მიხედვით, ზოგადი უნარების გამოცდების ჩაბარება კანონის დონეზე უნდა იყოს სავალდებულო, სასწავლო გრანტის მინიჭებისას კი ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები უნდა გაითვალისწინონ.
შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 2020 წლიდან ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება. სავალდებულო იქნება მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენის გამოცდები, მესამე სავალდებულო საგანი კი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლის პროგრამების მიხედვით: მათემატიკა - ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, ისტორია - ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში. უნივერსიტეტებს უფლება ექნებათ, დაამატონ პროგრამის რელევანტური არჩევითი გამოცდა ზოგადი უნარების გამოცდის ჩათვლით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
ილია მაზანაშვილმა დაიკავა პირველი ადგილი 42 კგ წონით კატეგორიაში