მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გორში, 13 საბავშვო ბაღში ბუნებრივი აირის სისტემაში ხარვეზების გამოსწორებამდე სააღმზრდელო პროცესი შეჩერდება. როგორც სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მენეჯერი ლია კოვზიშვილი აცხადებს, ბაღების შემოწმების მიზნით, მათ „სოკარ ჯორჯია გაზს“ მიმართეს.
„შემოწმების შემდეგ
გამოიკვეთა გარკვეული ხარვეზები, მაგალითად, ბაღებში შესაცვლელია გაზის ონკანები. „სოკარმა“ მოგვცა რეკომენდაციები და შენიშვნები, რომელთაც გავითვალისწინებთ და ეტაპობრივად გამოვასწორებთ. უკვე
დავიწყეთ ბუნებრივი აირის
ონკანების შეცვლა და ასევე ვგეგმავთ, რომ ღია წვის
კამერები დახურულით ჩავანაცვლოთ. ზოგიერთ ბაღში შეიცვლება გაზის
გამათბობლები“, -განაცხადა ლია კოვზიშვილმა.
ბუნებრივი აირის სისტემების მოწესრიგებისთანავე, ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდება. იმედოვნებენ, რომ სწავლება ორშაბათიდან აღდგება.
გორში სულ 18 საბავშვო ბაღია, საიდანაც ხარვეზი 13-ში დაფიქსირდა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა