სიახლეები
სკოლები

დერცელის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინოვაციების კონკურსში მონაწილეობდნენ
11-02-2019
-
+


დერცელის საჯარო სკოლის მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეები, ჯემალ ირემაძე, მერაბ ბერიძე, რაულ ბერიძე და ზურაბ გობაძე ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ  ორგანიზებულ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში მონაწილეობდნენ. 

პროექტი „ცეცხლოვანი ბორბალი“  ითვალისწინებდა სავონიუსის ტიპის ქარის ვერტიკალური გენერატორის მეშვეობით ელექტროენერგიის მიღებას. მხოლოდ ამ  პროექტის ინოვაციურობა იმაში მდგომარეობდა, რომ სავონიუსის ტურბინიდან ელექტროენერგიის მიღება ხდება არა ქარის, არამედ წყლის ენერგიის გამოყენებით. იქიდან გამომდინარე, რომ წყლის სიმკვრივე ჰაერისაზე 800-ჯერ მეტია, მოსწავლეთა აზრით, ეს გაზრდიდა მიღებული ელექტროენერგიის სიმძლავრეს.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა უფროსების დახმარებით დაამზადეს აღნიშნული მოწყობილების მაკეტი, რომელიც წარადგინეს თბილისში კონკურსის ნახევარფინალში,  რომელიც ჩატარდა სასტუმრო ,,რედისონში“. მოსწავლეთა გამოგონება კომისიის წევრებს ძალიან მოეწონათ.

„არ ყოფილა არც ერთი კრიტიკული შენიშვნა კომისიის წევრების მხრიდან. მოსწავლეებმა კომისიის წვერებს მადლობა გადაუხადეს, რადგან მათმა აზრმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა  მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე. მართალია მათ კონკურსში ვერ გაიმარჯვეს, მაგრამ შემდეგ წელს აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას. ამჯერად, მოსწავლეების მიზანია  დამზადდეს ამ პრინციპით ისეთი მოწყობილება, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და ზაფხულში მთაში ექნებათ საშუალება ჰქონდეთ დენის წყარო“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება