მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ნათია ზედგინიძის თქმით, სამინისტრო მიესალმება სახალხო დამცველის მიერ ანგარიშის მომზადებას და სრულად ეთანხმება მასში წარმოდგენილ პრობლემებს.
„სამინისტრო მუდმივად აღნიშნავს, რომ სკოლებში არის მძიმე ვითარება სანიტარულ-ჰიგიენური და ინფრასტრუქტურული მიმართულებით. ჩვენ პრობლემებს მივუდექით სისტემურად და გასამმაგებული ბიუჯეტით, პირველ რიგში, დავეხმარებით იმ სკოლებს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.
მეორეს მხრივ, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და მარტივად მოსაგვარებელი პრობლემები, როგორებიცაა, მაგალითად ადგილზე საპნის არსებობა და რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნან მოსწავლეების ჯანმრთელობას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებო უნდა გახდეს სკოლის მენეჯმენტისთვის, რათა დროულად მოხდეს მათი აღმოფხვრა. ასევე დაუშვებელია, სკოლებში მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის განკუთვნილ სველ წერტილებში პირობები იყოს განსხვავებული. მარტივად გადასაჭრელი პრობლემების მოგვარება სწორედ სკოლის ადმინისტრაციის ვალდებულებაა. ჩვენ ამის მონიტორინგს მუდმივად განვახორციელებთ“, - განაცხადა ნათია ზედგინიძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა