მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ლეღვანის საჯარო სკოლის ეკო-კლუბის წევრებმა, ნიკო კეცხოველის 121 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ღონისძიება ჩაატარეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ეკო-კლუბის წევრებმა ღონისძიება ნიკო კეცხოველის მოღვაწეობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით გამართეს.
კლუბის წევრებმა სკოლის მოსწავლეებს ბოტანიკოსის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, აკადემიკოსის, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატისა და უამრავი ჯილდოს მქონე მეცნიერის ბიოგრაფია გააცნეს.
სკოლის აღსაზრდელებმა ისაუბრეს საქართველოს ბუნების მრავალფეროვნებაზე შეყვარებულ ადამიანზე, რომელმაც საქართველოს ყველა კუთხე მოიარა და ფლორას გაეცნო.
ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი, რომელიც კეცხოველის მოღვაწეობას ეძღვნებოდა.
ნიკო კეცხოველის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას მშობლები, მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია და სოფლის თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დამსწრე საზოგადოებამ აღნიშნა, რომ უხარიათ ბავშვების გააქტიურება და ჩართულობა ასეთი დიდი პიროვნების სახელობის კონკურსში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ