TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

eTwinning-ის პორტალზე მასწავლებელთა რეგისტრაცია იწყება
21-02-2017
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი eTwinning-ის პორტალზე მასწავლებელთა რეგისტრაციას იწყებს. 

პროგრამას ''სკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან'' (eTwinning Plus) ცენტრი 2013 წლიდან ახორციელებს, რომლის მიზანია ქართველი და ევროპელი მასწავლებლების დამეგობრება, კომუნიკაცია და გამოცდილების გაზიარება. Etwinning-ის ფარგლებში ქართველი მასწავლებლები თანამშრომლობენ ევროპელ კოლეგებთან, რათა ერთობლივად დაგეგმონ საგანმანათლებლო პროექტები.

eTwinningPlus პორტალი: https://www.etwinning.net/en/pub/index.htm მთავარი სამუშაო სივრცეა, რომელიც დარეგისტრირებულ მასწავლებლებს პარტნიორების მოსაძიებლად, სასურველი პროექტების შესარჩევად და მასში მონაწილეობის მისაღებად მრავალფეროვან ინსტრუმენტებსა და სერვისებს სთავაზობს.

2017 წლიდან ქართველ მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ eTwinning-ის პორტალზე განახორციელონ პროექტები ქართველ პარტნიორებთან ერთად ქართულ ენაზე (აუცილებელი პირობაა, რომ პარტნიორი მასწავლებლები იყვნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან).

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, პრიორიტეტად რჩება ევროპული პროექტები, განხორციელებული ევროპელ პარტნიორებთან ერთად. მასწავლებლები, რომლებიც განახორციელებენ ევროპულ პროექტებს ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთნონ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ სხვადასხვა ღონისძიებებსა თუ კონკურსებში, მოიპოვონ საერთაშორისო აღიარება, მიიღონ ევროპული ხარისხის ნიშანი და მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციებში. ხოლო ეროვნული პროექტების (ქართულ ენაზე) განხორციელებისას მასწავლებლები მიიღებენ მხოლოდ ეროვნულ ხარისხის ნიშანს. სქემის ფარგლებში კრედიტქულის მინიჭება მოხდება ორივე შემთხვევაში.

მსურველებმა უნდა შეავსონ რეგისტრაციის ფორმა, ხოლო ავტობიოგრაფია (CV) და პროექტის გეგმა (ინგლისურ ან ქართულ ენაზე დანართ N1 -ის მიხედვით) უნდა გაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამათზე: etwinningplusgeo@tpdc.ge   1 მარტიდან 10 მარტის ჩათვლით .

უპირატესობა მიენიჭებათ სატატუსით უფროსს და წამყვან მასწავლებლებს, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას. საჭიროების შემთხვევაში მოხდება კანდიდატთან გასაუბრება.

დაგვიანებით ან არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება