მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დაბა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლაში, მხატვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოყვარული მხატვარი მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
სკოლის დერეფანში ხელოვნების კლუბის წევრთა და კულტურის სამსახურის მიერ ჩატარებულ ხატვის კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეთა ნამუშევრები გამოიფინა.
დამთვალიერებლისთვის წარმოდგენილია ნათია ბურჯანაძის, ანა კვინიკაძის, ანა მაისურაძის, მარიამ ბურჯანაძის, ელენე ბუაჩიძის, ანა მაჭავარიანის, ბაჩო გამცემლიძის, კესო იჩქიტიძის, ელენე ხიჯაკაძის, მონიკა ბუცხრიკიძისა და ქეთევან ლაცაბიძის ნამუშევრები.
გამოფენას ორგანიზება ხელოვნების მასწავლებელმა დალი ლურსმანაშვილმა გაუწია.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეთა ნამუშევრები სკოლის დერეფანში წლის ბოლომდე იქნება გამოფენილი.
„სკოლაში როგორც დაწყებით, ისე საბაზო და ასევე საშუალო საფეხურზე არაერთი მოყვარული მხატვარი სწავლობს. ისინი სხვადასხვა კონკურსებსა და გამოფენებში მონაწილეობენ და საკმაოდ წარმატებულადაც. შესაძლებელია, მომავალში მათ პროფესიადაც კი აირჩიონ მხატვრობა. სწორედ მოყვარული მხატვარი მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო სკოლაში“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა