სიახლეები
სკოლები

გაიცანით თბილისის N2 საჯარო სკოლის წარმატებული პედაგოგი ლალი ქარდავა
14-02-2019
-
+


ლალი ქარდავა თბილისის N2 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელია. ის ოცდაათი წელია პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. მასწავლებელი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამაშია“ ჩართული და თავის გამოცდილებას სხვა პედაგოგებს უზიარებს. 

ლალი ქარდავა აღნიშნავს, რომ პროფესიული განვითარების კურსის დაწყებამდე მიიჩნევდა, რომ საგნის სიღრმისეულად ცოდნა საკმარისი იყო მოსწავლეებისთვის გადასაცემად.

„ახლა თამამად შემიძლია თქმა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს სწავლების მეთოდებს. ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის ტრეინინგები მრავლისმომცემი და საჭირო იყო. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული განვითარებისთვის მრავალ ლიტერატურას ვეცნობოდი, ასეთი პრაქტიკული ცოდნის მომცემი ცოტა თუ იყო. ტრენინგებმა მომცა ბიძგი მეფიქრა თუ რა მიმართულებით დამეხვეწა ჩემი სწავლების სტილი. აქტიურად ვიყენებ პროექტის ფარგლებში შემქნილ სატრენინგო მასალასაც“ - აღნიშნავს ის. 

პედაგოგის მიერ ჩატარებული გაკვეთილი მოსწავლეთა საჭიროებებზეა მორგებული და უზრუნველყოფს მოსწავლეთა თანაბარი სასწავლო გარემოს შექმნას. 

„ტრენინგების შემდეგ მთლიანად შეიცვალა სასკოლო გარემო, უფრო ნათლად დავინახეთ თუ რა მნიშვნელობა აქვს გარემოს სასწავლო პროცესში მოსწავლის მეტად ჩართულობისთვის და ამ გარემოს უზრუნველყოფას იმისთვის, რომ მოსწავლეზე ორიენტირებული გახდეს. დამოკიდებულებები ბევრად შეიცვალა ტრენინგ-კურსების შემდეგ. სწავლების მიმდინარეობისას ვისწავლეთ ის მიდგომები, რაც აბსოლუტურად განსხვავდებოდა ჩვეული საგაკვეთილო პროცესებისგან. მოვისმინეთ სიახლეები, გავეცანით პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლების მაგალითებს, რომელიც ცვლიდა, როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლის დამოკიდებულებებს სასწავლო პროცესის მიმართ“ - ამბობს პედაგოგი. 

ლალი ქარდავას თავის მოსწავლეებთან ერთად შემუშავებული აქვს ახალგაზრდული სამეცნიერო პროექტები. ერთ-ერთი პროექტი, რომელიც თებერვლის თვეში დასრულდება, ითვალისწინებს ლაბორატორიული ცდების ჩატარებას, თეორიის დადასტურებას და შემდეგ, მშობლებისთვის შედეგების პრეზენტაციას. ასევე, მისი ინიციატივით, სხვადასხვა კლასში შეიქმნა საგნობრივი კროსვორდები და სახალისო, მარტივი ამოცანები, თავისი ნახატებით, რომელიც პროექტის ფარგლებში კრებულის სახით გამოიცემა.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს” „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი” გულისხმობს მე-7-მე-12 კლასების ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ინგლისურისა და გეოგრაფიის მასწავლებლების, დირექტორებისა და პროექტის ფარგლებში შერჩეული სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების ფასილიტატორების გადამზადებას შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომებისა და სტრატეგიების დანერგვა; სკოლებში სასწავლო გარემოს გაუმჯობესება.

პროგრამის ფარგლებში 2016-2019 წლებში გადამზადდება ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, მათემატიკის, ინგლისურისა და გეოგრაფიის მე-7-მე-12 კლასების ყველა, 18 300-მდე, მოქმედი მასწავლებელი, აგრეთვე, ყველა საჯარო სკოლის დირექტორი. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ნამუშვრები შექმენეს

პროგრამაში მონაწილეობისათვის პედაგოგ ირმა რიონიძეს გადაეცა სერტიფიკატი

ღონისძიების მიზანი იყო მწერლის შემოქმედებით დაინტერესება და შემოქმედებითი უნარის განვითარება 

მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს

მოსწავლეებმა იმღერეს, შემოქმედებითი ნომრები გამართეს

საინტერესო

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

სიახლეები
საზოგადოება