მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით რუსთავის N5 საჯარო სკოლაში ჩატარდა, სადაც „რუსთავის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.
ღონისძიებას ქალაქ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერის
მოადგილე გოჩა ლორია, რესურსცენტრის უფროსი თამარ ხეჩიკაშვილი, სკოლის დირექტორები,
მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.
ქალაქ რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ მოსწავლეების
მაღალ ჩართულობაზე ისაუბრა და „რუსთავის ეტალონ მოსწავლეს“ ჩემპიონატის ფინალში წარმატებები
უსურვა:
„დღევანდელი დღე, მართლაც ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი
იყო. ფაქტია, რომ ყოველწლიურად უმჯობესდება
შედეგები და წელს კიდევ უფრო მაღალი ქულები დაფიქსირდა, რაც ნიშნავს
იმას, რომ ჩვენი მოსწავლეები ბევრს მეცადინეობენ და ემზადებიან. „ეტალონი“, ჩემთვის
პირადად, არის ერთგვარი ცოდნის წყარო, ეს არის ის, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩემს ლუკას, რომელმაც დღეს „ეტალონი მოსწავლის“ სტატუსი მოიპოვა, ვუსურვებ წარმატებას ჩემპიონატის
ფინალზეც“.
ქალაქ რუსთავის მერის მოადგილის, გოჩა ლორიას თქმით,
„ეტალონის“ მიმართ დაინტერესება საზოგადოებაში ძალიან მაღალია:
„დღეს ემოციური მუხტი ძალიან ჭარბად იგრძნობოდა. ვფიქრობ,
ეს არის პროექტი რომელთანაც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს თანამშრომლობა. მშობლების,
მოსწავლეებისა და პედაგოგიური კოლექტივების მხრიდან „ეტალონისადმი“ ნამდვილად არის
ძალიან სერიოზული დაინტერესება. ეს პროექტი არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ბავშვები
დავუბრუნოთ წიგნს და ცოდნას. მე მინდა „ეტალონის“ უნიჭიერეს ჯგუფს ვუთხრა დიდი მადლობა
იმ საქმისთვის, რასაც ისინი ამდენი წელია აკეთებენ“.
რესურსცენტრის უფროსის, თამარ ხეჩიკაშვილის თქმით, „ეტალონი“
ზრდის მოტივაციას სკოლის მოსწავლეებში:
„ასეთი ინტელექტუალური შეჯიბრი ძალიან მნიშვნელოვანია სკოლის მოსწავლეებისთვის, რადგან ეს ნიშნავს ბავშვები იყვნენ ჩართული სხვადასხვა არაფორმალურ განათლებაში. რუსთავში აკადემიური მოსწრება ძალიან მაღალია. ბავშვები აქტიურად არიან ჩართული ამ პროექტში, რადგან „ეტალონი“ მათ მოტივაციას მნიშვნელოვნად ზრდის“.
რუსთავის N23 საჯარო სკოლის დირექტორმა, მზია კიწმარიშვილმა
„ეტალონ მოსწავლეს“ გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ მისი სკოლის მოსწავლის წარმატება
ძალიან დიდ მოტივაციას შეუქმნის სკოლის სხვა მოსწავლეებს:
„პირველ რიგში დავიწყებ მადლობის სიტყვებით და სიტყვები
არც მეყოფა. მადლობა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს და მის არაჩვეულებრივ გუნდს. ასევე მერს
და მის გუნდს აქტიური მხარდაჭერისა და მონაწილეობისათვის ამ პროექტში. მე მადლობას
ვუხდი ჩემი სკოლის არაჩვეულებრივ პედაგოგებს. ლუკას მასწავლებელი ვარ მეხუთე კლასიდან
. უკვე წლებია ვიცნობ და შემიძლია ვთქვა, რომ ლუკას შემთხვევა არის სწორედ ეს სიტყვები-
„ნიჭს აძლევს ზენა მხოლოდ კაცს და არა გვარიშვილობას“. ლუკა არის უნიჭიერესი, პუნქტუალური
და ძალიან შრომისმოყვარე ბიჭი. ამდენად, შემიძლია ვთქვა, რომ დილით როდესაც მოვდიოდი
ლუკა ძალიან მეიმედებოდა და ვიცოდი, რომ ჩვენი სკოლა აუცილებლად მოიპოვებდა წარმატებას. ის ჩვენი სკოლის პირველი „ეტალონი მოსწავლეა“, რომელიც,
დარწმუნებული ვარ, იქნება სამაგალითო ჩვენი სკოლის სხვა მოსწავლეებისთვის“.
„რუსთავის ეტალონი მოსწავლის" ტიტული რუსთავის
N23 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლემ, ლუკა ტალახაძემ მოიპოვა:
„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მასწავლებლებს,
რომლებმაც ყველაფერი მასწავლეს. წელს მეორედ მივიღე მონაწილეობა და სიმართლე გითხრათ,
არ ვფიქრობდი, თუ პირველ ადგილს დავიკავებდი, ძალიან ბედნიერი ვარ და ახლა საუბარი
ძალიან მიჭირს. ყველა მოსწავლეს ძალიან დიდ წარმატებას ვუსურვებ და ვეტყვი, არასოდეს
დაყარონ ფარ-ხმალი და წარუმატებლობის შემთხვევაში შეძლონ მიზნის დასახვა და წარმატების
მიღწევა“.
შეჯიბრში გამარჯვებულმა „რუსთავის ეტალონი მოსწავლის“
ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის
უფლება მოიპოვა.
„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებას უამრავი სტუმარი ესწრებოდა
16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება
როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა