მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში ვაჟ ფეხბურთელთა შორის შიდა სასკოლო ტურნირი ჩატარდა.
ტურნირში VII, VIII, IX და X კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ტურნირი წრიული სისტემით წარიმართა. ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ VIII და X კლასის მოსწავლეები. თამაში უხვგოლიანი აღმოჩნდა და X კლასელებმა ანგარიშით 10:5 გაიმარჯვეს.
თამაშის შედეგად გამოვლინდნენ: საუკეთესო მოთამაშე ცოტნე ჯანაშია (მარტვილის „სალხინოს“ ფეხბურთელი, X კლასი), ბომბარდირი თორნიკე კეკუტია („დინამოს“ აკადემიის ფეხბურთელი, VIII კლასი), საუკეთესო გოლის ავტორი ნიკოლოზ რუხაია (VIII კლასი) და საუკეთესო მეკარე ნიკოლოზ ჯანაშია (X კლასი).
ასევე, მაყურებელს ლამაზი თამაში უჩვენეს ნიკოლოზ აშორტიამ ( „დინამოს“ აკადემიის ფეხბურთელი, VIII კლასი), ლუკა ნაჭყებიამ (VIII კლასი), გიორგი ფუტკარაიამ (VII კლასი), ამიკო თოდუამ (X კლასი) და გიგლა კოკაიამ (X კლასი).
ტურნირს ორგანიზებას უწევდნენ სპორტის მასწავლებელი ბუთხუზ ნადარაია და დირექტორი დავით ნაჭყებია. ფინალური თამაშის მსაჯი გახლდათ ბექა ფარულავა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა დედებს სიმღერები მიუძღვნეს და 3 მარტი აღნიშნეს
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება