მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აბაშის მუნიციპალიტეტის, გეზათის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ირმა ჭანტურიას ხელმძღვანელობით, ,,კლასის დღე“ აღნიშნეს.
ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ VII და IX კლასის მოსწავლეები (დამრიგებლები: იზაბელა გაბუნია, ქეთევან ვეკუა)
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ამ დღის აღსანიშნავად საკლასო ოთახი საგანგებოდ იყო მორთული. გამოფენილი იყო მოსწავლეთა ნახატები და ხელნაკეთი ნივთები.
ღონისძიება კლასის დამრიგებელმა ირმა ჭანტურიამ გახსნა. პედაგოგმა სკოლაში „კლასის დღის“ აღნიშვნის ტრადიციის დამკვიდრების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლასის დღე ხელს შეუწყობს კლასებს შორის მეგობრული ატმოსფროსა და თანამშრომლობითი გარემოს შექმნას.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა შთამბეჭდავად წარმოადგინეს ქართველ პოეტთა ლექსები და სახალისო გამოცანები.
თითოეულმა მოსწავლემ საკუთარი ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების პრეზენტაცია გააკეთა.
განსაკუთრებით შთამბეჭდავი და ამაღელვებელი იყო ღონისძიების ის ნაწილი, როდესაც მოსწავლეებმა დამრიგებელთან ერთად შეასრულეს ცნობილ ქართველ კომპოზიტორთა სიმღერები. ღონისძიება დადებითად შეფასეს VII და IX კლასის მოსწავლეებმა და დამრიგებლებმა. მათ მონაწილეებს გადასცეს საჩუქრები.
ღონისძიება დაგვირგვინდა ტორტის გაჭრით, მილოცვითა და კეთილი სურვილებით.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
ღონისძიებაზე ბავშვებმა მხატრვულად წაიკითხეს თემატური ლექსები
გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღასრულა