მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსის, პროფესორ ინდირა ძაგანიას მოწვევით, ლატვიური კომპანიის "Southwestern Advantages"-ის მენეჯერები: სილვია ოზოლა და მადარა მიურმენი ესტუმრნენ.
სტუმრებს შეხვდა რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე. საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებსა და სამომავლოდ, ამ ურთიერთობის გაღრმავების გეგმა დაისახა.
Southwestern Advantage არის კომპანია, რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, მარკეტინგის მიმართულებით საზაფხულო სტაჟირება გაიარონ ამერიკის შეერთებულ შტატებში და განავითარონ ლიდერობის, ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები.
სილვია ოზოლამ და მადარა მიურმენმა სტუდენტებთან ისაუბრეს ამ პროექტიდან მიღებულ გამოცდილებაზე, ქართველ მონაწილეებზე და მათ ამერიკის შეერთებულ შტატებში საზაფხულო სტაჟირების პროგრამები გააცნეს.
დაინტერესების შემთხვევაში, სტუდენტებმა უნდა მიმართონ სსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურს: I კორპუსი, III სართ, ოთახი № 319. international@sou.edu.ge
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება