მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წეროვნის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის, „საქართველოს სტუდენტური პარლამენტის“ და „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ წარმომადგენლების შეხვედრას დაესწრნენ, რომლის დროსაც პროექტის „განავითარე შენი რეგიონი“-ს ფარგლებში ლიდერები აირჩიეს.
„განავითარე შენი რეგიონი“ არის პროექტი, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა მეთოდით ცდილობს ახალგაზრდა ლიდერების აღმოჩენას და მრავალფეროვანი აქტივობებით მათში სოციალური უნარების განვითარებას და სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართვას.
გამომდინარე იქიდან, რომ ორგანიზაციას აქვს უდიდესი გამოცდილება მასშტაბური საზაფხულო და ზამთრის ლიდერთა სკოლის მოწყობაში, პროექტის მიმდინარეობის პერიოდში შერჩეული ლიდერები ჩაირიცხებიან ზამთრის და ზაფხულის ლიდერთა სკოლაში.
პროექტის მიზანია მრავალფეროვანი და უნივერსალური ახალგაზრდული აქტივობებით უამრავი ახალი თაობის ლიდერების აღმოჩენა და მათში ისეთი სოციალური უნარების განვითარება, რაც მათ შემდგომ ცხოვრებისეულ სარბიელზე წარმატების მისაღწევად ფასდაუდებელ გამოცდილებას შესძენთ.
იხილეთ ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა