მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობით, „აჟარის (ზემო აფხაზეთის) ეტალონი მოსწავლის“ გამოსავლენად, თბილისის N41 საჯარო სკოლაში გაიმართა.
ღონისძიებას აჟარის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ხვანთქარ დევდარიანი, განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ზურა გუჯეჯიანი, რესურსცენტრის უფროსი ქეთევან არღვლიანი, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.
აჟარის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, ხვანთქარ დევდარიანმა აღნიშნა, რომ „ეტალონი“ ეხმარება მოსწავლეებს წარმატების მიღწევაში:
„ეს არის ის პროექტი, რომელიც სჭირდება ჩვენს ახალგაზრდებს. ეს არის არაჩვეულებრივი საშუალება წარმატების მისაღწევად. მივულოცავ გამარჯვებულს და წარმატებებს ვუსურვებ მას“.
აჟარის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ზურა გუჯეჯიანმა ჩემპიონატი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ „ეტალონისთვის“ ბავშვები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებიან:
„დღევანდელი დღე ნამდვილად არის ბრწყინვალე. ძალიან მონდომებულები იყვნენ ბავშვები და ემზადებოდნენ ამ დღისთვის. თითოეული მონაწილე ნამდვილად ძალიან ნიჭიერი ბავშვია, მაგრამ მათ შორის რჩეულმა გაიმარჯვა დღეს“.
რესურსცენტრის უფროსმა, ქეთევან არღვლიანმა „აჟარის ეტალონი მოსწავლე“ დაახასიათა და აღნიშნა, რომ მოსწავლეებისთვის „ეტალონი“ ერთ-ერთი საყვარელი პროექტია, რომლისთვისაც წინასწარ ემზადებიან:
„ეს პროექტი, რომელიც ჩვენთვის არის ზეიმი, ძალიან ავიტაცეთ და მოგვწონს. ასეთი კონკურსები, რომელიც სახალისოა ბავშვებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. მოსწავლეები წინასწარ კითხულობენ, როდის ჩატარდება „ეტალონი“, ემზადებიან და მეცადინეობენ. გამარჯვებული ნამდვილად ღირსეული გოგონაა. ძალიან აქტიური, შესანიშნავი აკადემიური მოსწრებით. რომელიც დარწმუნებული ვარ ფინალშიც ღირსეულად იასპარეზებს“.
„აჟარის ეტალონი მოსწავლის" ტიტული თბილისის N171 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლემ ანანო დადვანმა მოიპოვა:
„ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა გერქვას „აჟარის ეტალონი მოსწავლე“. ასევე ძალიან დიდი სიხარულია ამ ჩემპიონატში გამარჯვებულის სტატუსის მოპოვება. რა თქმა უნდა, ვეცდები, რომ კარგად წარმოვაჩინო აჟარის მუნიციპალიტეტი“.
დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულმა „აჟარის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.