მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ჩვენ შევქმნით სივრცეს, რომ არსებული დროის რესურსი მიემართოს შემოქმედებითი პროცესისკენ არა მარტო მოსწავლეებისთვის, არამედ თავად პედაგოგებისთვის“,-განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა.
მარიამ ჯაშის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ცენტრალიზებული საგამოცდო სისტემა მოხსნილია, თუმცა რჩება სკოლის დონეზე შეფასების სისტემები, რომელიც წლის განმავლობაში მიღებული აკადემიური შეფასებების ჯამური მაჩვენებელი იქნება.
„მასწავლებლის დატვირთვის მხრივ გვექნება გარკვეული ცვლილებები, რათა ისინი გათავისუფლდნენ შედარებით არაარსებითი ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული პროცესებისგან და საშუალება მიეცეთ, მეტი დრო დაუთმონ სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას. აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ პედაგოგთა ანაზღაურების გაუმჯობესებაზე და სკოლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელების მოტივაციის გაზრდაზე“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ განათლების სისტემის რეფორმაში ყველა სეგმენტის ჩართულობა, ყველა კრიტიკული აზრის და რჩევის მოსმენა აუცილებელია.
„ჩვენ მაქსიმალურად დავუჭერთ მხარს განათლების სისტემურ რეფორმას. ჩვენ შევეჭიდეთ ძალიან მნიშვნელოვან და რთულ ამოცანას - განათლების სისტემის კომპლექსურ, ერთიან რეფორმირებას, და არა ფრაგმენტულ, კოსმეტიკურ ცვლილებებს, რადგანაც ყველამ ვნახეთ, რომ ამას შედეგი არ მოაქვს. ჩვენი მიზანი არ არის პოპულისტური გადაწყვეტილებები, ჩვენი მიზანია ერთიანი სისტემის ისეთი ტრანსფორმაცია, რომელიც ჩვენი შვილების და ქვეყნის წარმატებულ მომავალს უზრუნველყოფს. ეს არის რთული, საჭიროებს ბევრ მსჯელობას, განხილვას, მაგრამ ეს უალტერნატივოა და ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ. ამ პროცესში ყველა სეგმენტის ჩართულობა, ყველა კრიტიკული აზრის და რჩევის მოსმენა აუცილებელია“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება