სიახლეები
სიახლეები

რა ფუნქცია ექნება ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ სააგენტოს - განათლების სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივა
18-02-2019
-
+


მთავრობა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტოს შექმნას გეგმავს. საკანონმდებლო ინიციატივა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მოამზადა და მისი მიზანი ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებისთვის უფრო მაღალი ლეგიტიმაციის მინიჭებაა.

სააგენტო მთავრობის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ-ი იქნება.

როგორს კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, წარმოდგენილი კანონპროექტით ძლიერდება მთავრობასა და ახალგაზრდობას შორის კავშირის ინტენსიურობა, ხდება ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების უფრო მაღალ დონეზე წამოწევა და სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა. ასევე გაძლიერდება საზოგადოებრივ ცხოვრებაში ბავშვებისა და ახალგაზრდების თვითრეალიზაციის ჩართულობა და მათი უფლებების დაცვა.

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტო ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის - ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის შერწყმის შედეგად შეიქმნება.

„სააგენტო განახორციელებს თავის სახელმწიფო პროგრამებს, ხოლო მუნიციპალიტეტები პარალელურად გააგრძელებენ თავიანთი მუნიციპალური ახალგაზრდული პროგრამების განხორციელებას. ასევე სააგენტოს მიერ განხორციელებული პროგრამები შეიძლება მოიცავდნენ და კოორდინირებაში იყვნენ მუნიციპალიტეტებთან და მათ მიერ განხორციელებულ პროგრამებთან. დღეის მდგომარეობით, მუნიპალიტეტების (მერიები, საკრებულოები) მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ხდება ახალგაზრდული პროგრამების შემუშავება, ხოლო რიგ შემთხვევებში ისინი განხორციელდება სააგენტოსთან კოორდინირებით“​, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება

ქართული დროშა სიძველით მსოფლიოში მეორე ადგილზეა 

რეგისტრაცია დაიწყო - განრიგი და ტესტების ნიმუშები

სკოლებსა და ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ხვალიდან განახლდება

სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მონიტორინგის შედეგები ცნობილია - ანგარიში 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებმა 2024 წელი გააცილეს და ახალი 2025 წლის შემობრძანება იზეიმეს

საახალწლო ზარ-ზეიმმა მთელი სკოლა მოიცვა

აღნიშნული სპექტაკლით მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მიულოცა ახალი 2025 წელი 

საინტერესო

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

სიახლეები
საზოგადოება