სიახლეები
სიახლეები

NAEC-ის სპეციალური შეთავაზება აბიტურიენტებსა და მაგისტრანტებს
22-02-2017
-
+


goNaec შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი პროექტია, რომელიც ცოდნისა და უნარების შემოწმებასა და დიაგნოსტირებას ითვალისწინებს. 

როგორც ცენტრში აღნიშნავენ, პროგრამა აბიტურიენტების, მათი მშობლებისა და სტუდენტების თხოვნებისა და მოლოდინების გათვალისწინებით შეიქმნა.

2016 წელს პროექტის საპილოტე ვერსია გამოიცადა. ანალიზის შემდეგ კი ორი ქვეპროექტი მომზადდა: 

@Naec - ტესტირების გავლა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში; 

BeNaec - ტესტირების გავლა ნებისმიერი ინტერნეტში ჩართული კომპიუტერიდან.

2017 წელს შეთავაზება ზოგად უნარებს, მე-12 კლასის 4 გამოცდას და საერთო სამაგისტრო გამოცდის სამ, არჩევითბოლოიან ნაწილს ეხება. 2017 წლის შემოდგომიდან კი ჩამონათვალი გაიზრდება.

BeNaec GeCat - გამოსაშვები გამოცდების რეპეტიცია  Naec-თან ერთად - დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შეეძლებათ გამოსაშვები გამოცდების ანალოგიური ტესტირების გავლა ნებისმიერი ხელმისაწვდომი, ინტერნეტში ჩართული კომპიუტერიდან შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, უცხოური ენა, ისტორია. ტესტირებისას გამოყენებული იქნება ახალი, სპეციალურად ამ პროექტისათვისშექმნილი დავალებები. რეგისტრაციისა და ტესტირების გავლა 10 მარტიდან იქნება შესაძლებელი ვებგვერდებზე www.naec.gov.ge online.naec.ge.

@Naec - ზოგადი უნარების გამოცდის იმიტაციაა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. ცენტრი აბიტურიენტებს სთავაზობს ზოგადი უნარების ტესტირებაში მონაწილეობას. შეთავაზება ეხება როგორც მე-12 კლასელებს, ისე სკოლადამთავრებულებს. ტესტირების გავლა მე-11 კლასელებსაც შეეძლებათ - ისინი ტესტის  მოკლე ვერსიაზე იმუშავებენ. ტესტირებისათვის რეგისტრაცია 27 მარტს დაიწყება.

@Naec - საერთო სამაგისტრო გამოცდის იმიტაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში - მაგისტრანტობის კანდიდატებს შეეძლებათ ტესტირების გავლა საერთო სამაგისტრო გამოცდის სამ ნაწილში - წაკითხულის გააზრება; ლოგიკური მსჯელობა; რაოდენობრივი მსჯელობა. ტესტირებისათვის რეგისტრაცია 27 მარტს დაიწყება.

ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამით სარგებლობა ფასიანია. დეტალური ინფორმაცია პროექტების შესახებ, აგრეთვე, გადახდისა და რეგისტრაციის ინსტრუქცია რეგისტრაციის დაწყებამდე ვებგვერდზე -  www.naec.gov.ge გამოქვეყნდება.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები
„პატარა ძიუდოისტის  სახელი არაერთჯერ გაჟღერდება მსოფლიო არენებზე“
 
„კავშირი, რომელიც ბუნებასთან, მცენარეებთან და მიწასთან გვაქვს, ჩვენი ჯანმრთელობისა და არსებობის განუყოფელი ნაწილია
 
პროექტს ხელმძღვანელობდა პედაგოგი ლონდა მაისურაძე
 
თბილისის N190 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაამზადეს კედლის გაზეთი - „დედამიწა ჩვენი სახლია“

ოროჯალარის საჯარო სკოლაში ღონისძიება იმ ცნობლ სომეხ მწერლებს მიეძღვნა, ვინც 1915 წლის გენოციდს ემსხვერპლნენ

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება