სიახლეები
ინტერვიუ

„პანკისელმა პედაგოგებმა ევროპელებს საქართველოს დიდი სიყვარული დაანახეს“ - ახმეტის რესურსცენტრის უფროსი ბელგიაში ვიზიტს აფასებს
18-02-2019
-
+


პანკისის ხეობის საჯარო სკოლის დირექტორებისა და პედაგოგების 20-კაციანი ჯგუფი სასწავლო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა. ევროკავშირისა და ნატოს საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებული შეხვედრები ძალიან მრავალფეროვანი, საინტერესო და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პანკისის საგანმანათლებლო სივრცის წარმომადგენლებისთვის, რომელთა შორისაც ახმეტის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი მანანა ნადიბაიძე იმყოფებოდა და ახლა ის Etaloni.ge-სთან ვიზიტის მნიშვნელობასა და მიღებულ გამოცდილებაზე საუბრობს:

- ეს იყო სასწავლო პროექტი ხეობის პედაგოგებისთვის, რომელიც ორ ეტაპად ჩატარდა. თავდაპირველად, თბილისში დავესწარით სემინარებს, თეორიული ცოდნა კი ბელგიაში დაგეგმილი ვიზიტით შევაჯამეთ.

პროგრამის მთავარი მიზანი ევროკავშირისა და ნატოს შესახებ ცნობიერების ამაღლება და ბელგიური განათლების სისტემის მახასიათებლების, სწავლების მეთოდების გაცნობა იყო.

ვიზიტი გაიმართა ევროკავშირის სტრუქტურებთან, ნატოს შტაბ-ბინაში, ბრიუსელის საგანმანათლებლო დაწესებულებაში. პედაგოგებმა ნახეს როგორია ევროპული განათლება, მიიღეს მნიშვნელოვანიო ინფორმაცია ნატო-საქართველოს ურთიერთობების ისტორიის, ნატოში გაწევრიანებასთან საქართველოს პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ, მათ შეეძლოთ დაესვათ ბევრი საინტერესო კითხვა და მიეღოთ ამომწურავი პასუხები.

- თქვენი შეფასებით, რა იყო ვიზიტში ყველაზე მნიშვნელოვანი?

- ყურადღება გამახვილდა საინფორმაციო ომზე... მოგეხსენებათ, მრავალი ნეგატიური ცნობა ვრცელდება ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე. ვფიქრობ, მასწავლებლებმა ბევრი რამ გადააფასეს, არა მხოლოდ ევროპული ღირებულებები დაინახეს, არამედ მოემზადნენ რომ მიღებული გამოცდილება საქართველოში ჩამოეტანათ და ინფორმაცია საზოგადოებისთვის სწორად მიეწოდებინათ.

ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჩვენმა პედაგოგებმა ევროპელებს საქართველოს ძალიან დიდი სიყვარული დაანახეს.

- მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, როგორია სამომავლო მიზნები?

- თვალნათლივ დავინახეთ, რომ ჩვენი სწორი მიმართულებით განვითარება და სამომავლო წარმატება ევროპულ ფასეულობებსა და განათლებაზე გადის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა არა მარტო განათლება და დიპლომი მიიღონ, არამედ მრავალმხრივი, ლოგიკური აზროვნება განივითარონ და საკუთარი ცოდნის გამოყენება, რეალიზება შეძლონ. ამ პროცესს კი ჩვენ აქტიურად შევუწყობთ ხელს.

მინდა, მადლობა გადავუხადო ევროკავშირისა და ნატოს საინფორმაციო ცენტრს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერისა და მოცემული შესაძლებლობისთვის.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

ლაპარაკობენ, აღზრდა არ იყო სკოლის ნაწილი და აღზრდისთვის დაგვჭირდება დამატებითი პროექტების განხორციელება...

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება