მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ გამოცხადებულ „საუკეთესო მკითხველის“ კონკურსში წარმატებით იასპარეზეს.
იანვარის ბოლოს თბილისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში ჩატარდა კონკურსის I ეტაპი, რომელშიც საქართველოს ყველა კუთხიდან მკითხველთა გუნდები მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, თერჯოლის N1 საჯარო სკოლის წიგნის მოყვარული გოგო-ბიჭები კონკურსში ინტერესით ჩაებნენ.
აზარტულად ითამაშეს და დამაჯერებლად გაიმარჯვეს თერჯოლის N1 სკოლის გუნდებმა:
„გრაალის მცველნი“ (VIII-ა კლასი), „ანტიდოტი“(IX-ა კლასი) - პედაგოგი რუსუდან ბოგვერაძე;
,,პირველები“ და Bibliophile Girls (X-ა კლასი) პედაგოგი-თამარ ამირანაშვილი.
„ვულოცავთ გუნდებს და მათ პედაგოგებს ამ გამარჯვებას და ღირსეულ ფინალს ვუსურვებთ“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა