სიახლეები
სიახლეები

2018 წელს საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის საკვებად გამოყენების 4 შემთხვევა დაფიქსირდა
18-02-2019
-
+


2018 წელს საბავშვო ბაღებში 4 772 სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა და 100-ზე მეტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოვლინდა, მათ შორის იყო ცხენის ხორცის საკვებად გამოყენების 4 შემთხვევა - აღნიშნულის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურიშვილმა პარლამენტის აგრარული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„2018 წელს საბავშვო ბაღებში 4 772 სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა და აქედან გამოვლინდა 125 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, თბილისში - 38, რეგიონებში - 87. მათ შორის იყო 4 შემთხვევა ცხენის ხორცთან დაკავშირებით, რაზეც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მყისიერი რეაგირება გაატარა. რაც შეეხება სკოლებს, 2018 წელს სკოლაში ჩატარდა 971 ინსპექტირება. აქაც მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ვიდრე წინა წლებში“, - აღნიშნა ზურაბ ჩეკურიშვილმა.

აღსანიშნავია რამდენიმე დღის წინ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა, ხათუნა გაგუამ განაცხადა, რომ ცხენის ხორცით 8 თვის განმავლობაში სამტრედიის 24 ბაგა-ბაღი მარაგდებოდა, რის გამოც  შპს „ელენიკო“  20 ათასი ლარით დაჯარიმდა და კონტრაქტი შეუჩერდა.  

იმერეთის სურსათის უვნებლობის სააგენტომ ნიმუშები 3 ბაღიდან ამოიღო, ლაბორატორიულად კი ცხენის ხორცის არსებობა სამივე შემთხვევაში დადასტურდა. 

„სურსათის უვნებლობის სამსახურმა როგორც კი შეამჩნია ეს ფაქტი, ხორცი ამოიღო და ანალიზიც გაუკეთა. შემდეგ ჩვენ დავაჯარიმეთ ეს კომპანია, შევწყვიტეთ ხელშეკრულება და ხელახალი ტენდერი გამოვაცხადეთ. 24 ბაღია სამტრედიის სოფლებსა და ქალაქში და ვამარაგებდით ყველას“, – განაცხადა ხათუნა გაგუამ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება

ქართული დროშა სიძველით მსოფლიოში მეორე ადგილზეა 

რეგისტრაცია დაიწყო - განრიგი და ტესტების ნიმუშები

სკოლებსა და ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ხვალიდან განახლდება

სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მონიტორინგის შედეგები ცნობილია - ანგარიში 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებმა 2024 წელი გააცილეს და ახალი 2025 წლის შემობრძანება იზეიმეს

საახალწლო ზარ-ზეიმმა მთელი სკოლა მოიცვა

აღნიშნული სპექტაკლით მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მიულოცა ახალი 2025 წელი 

საინტერესო

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

სიახლეები
საზოგადოება