მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის კერძო სკოლა „მერმისის“ VII კლასის მოსწალეებმა პროექტი - „ყველაზე მომგებიანი ანაბარი“ განახორციელეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტი დაკავშირებული იყო სასწავლო თემასთან - „პროცენტები“.
მოსწავლეებმა 4 ბანკი - „თიბისი“, „ლიბერთი“, „პროკრედიტ ბანკი“ და „საქართველოს ბანკი“ აირჩიეს.
მოსწავლეები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჯგუფებად გადანაწილდნენ. მათი დავალება იყო - გაერკვიათ, კონკრეტულ ბანკებში რომელ ანაბარზე უნდა დაებანდებინათ 1000 ლარი 5 წლის ვადით, რომ რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიეღოთ.
მოსწავლეები შესაბამის ბანკებს და მათ ონლაინ საიტებს ესტუმრნენ, დამოუკიდებლად მოიძიეს ინფორმაცია და დაამუშავეს. მთელი მუშაობის პროცესი და შესრულებული დავალება გადაიტანეს სლაიდებზე და დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაციის სახით წარუდგინეს.
„ამ პროექტის მიზანი, გარდა სასწავლო თემის პრაქტიკაში გამოყენებისა, იყო მოსწავლეთათვის თანამშრომლობითი უნარების, იმფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვების, სამუშაოს დაგეგმვის და განხორციელების, ორატორული, არგუმენტული დასაბუთების, კრიტიკული აზროვნების და ტრანსფერის უნარების განვითარება. დამსწრე საზოგადოებამ აღნიშნა, რომ მათ შერჩეულ ბანკებში არსებული ანაბრების შესახებ ბევრი ინფორმაცია მიიღეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
მათემატიკას სკოლის აღსაზრდელებს პედაგოგი ეკატერინე ჩიხლაძე-გობეჯიშვილი ასწავლის.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს