სიახლეები
სკოლები, სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლა

სეფიეთის სკოლაში ჩატარებულმა პირველმა ''თავისუფალმა გაკვეთილმა'' მოსწავლეების დიდი დაინტერესება გამოიწვია
22-02-2017
-
+


სეფიეთის სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებელმა ბიჭიკო ოჩიგავამ რიგით პირველი ''თავისუფალი გაკვეთილი'' ჩაატარა. 

როგორც ბიჭიკო ოჩიგავა აღნიშნავს, სკოლამ სიახლე დიდი ენთუზიაზმით მიიღო:

"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტში, ქვეყნის მაშტაბით, თითქმის ყველა სკოლა ჩაერთო და მათ შორისაა სეფიეთის სკოლაც, რომელმაც სიახლე ენთუზიაზმით მიიღო და  შემოთავაზებული მიმართულებებიდან არჩევანი ,,ინტელექტუალურ-შემეცნებითი აქტივობებზე“ შეაჩერა."

პროექტი ,,თავისუფალი გაკვეთილები“ ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმში ხორციელდება და სკოლები, მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებულ თემებზე, თუ აქტივობებზე აქტიურად მუშაობენ.

''თავისუფალი გაკვეთილების'' ფორმატი საკმაოდ საინტერესო და მიმზიდველი აღმოჩნდა სეფიეთის სკოლის მოსწავლეებისთვის და თემების შერჩევაში თვითონაც მიიღეს მონაწილეობა. 

რიგით პირველი გაკვეთილის თემა ''ვოლტ დისნეის სამყარო'' იყო, რომელიც მათი სურვილისამებრ შეირჩა და საკმაოდ საინტერესო აქტივობად იქნა განხილული.  

მასწავლებელმა გაკვეთილი გონებრივი იერიშით დაიწყო და მოსწავლეებს ,,Disney Studio”-ს მიერ შექმნილი, კლასიკად ქცეული ანიმაციური ფილმების პერსონაჟთა ფოტოები აჩვენა და სთხოვა მათ თითოეული იმ  ფილმის სახელი გაეხსენებინათ, რომელშიც მთავარ როლებს სწორედ აღნიშნული პერსონაჟები თამაშობენ. 

აღმოჩნდა, რომ მოსწავლეთა უმრავლესობას აღნიშნული ფილმები ნანახიც კი არ აქვს და შესაბამისად, არც ვოლტ დისნეის შესახებ სმენიათ რაიმე. 

გონებრივი იერიშის შემდეგ, მასწავლებელმა ფოტორესურსების დახმარებით,  მოსწავლეებს ვოლტ დისნეის შესახებ საინტერესო ისტორიული დეტალები გააცნო, როგორც მისი ბიოგრაფიიდან, ასევე შემოქმედებითი საქმიანობიდან. 

მინი ლექციას უკუკავშირი მოჰყვა და მასწავლებლის მიერ დასმულ დამაზუსტებელ კითხვებს მოსწავლეებმა დამაჯერებლად უპასუხეს. უკუკავშირის შემდეგ, მოსწავლეებმა საინტერესო ვიდეოც იხილეს, რომლის მეშვეობითაც, ვოლტდისნეისა და მისი საქმიანობის შესახებ კიდევ უფრო დაწვრილებითი და საინტერესო ცნობები გაიგეს. 

გაკვეთილის ბოლოს, ცოდნის განმტკიცების მიზნით, მასწავლებელმა მოსწავლეებს კითხვარი დაურიგა და სთხოვა მოცემულ კითხვებზე პასუხები გაეცათ. 

გაკვეთილს მოსწავლეთა დამრიგებლები და  სხვადასხვა კათედრის პედაგოგებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ახალი ფორმატის გაკვეთილი დადებითად შეაფასეს. სასწავლო ნაწილის გამგემ, მასწავლებელს საინტერესო გაკვეთილის ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის გაკვეთილები ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მრავალპროფილურ განვითარებას.
გაკვეთილის დადებითად შეაფასეს მოსწავლეებმაც და აღნიშნეს, რომ ძალიან საინტერესო ინფორმაციები გაიგეს. 

მათ, აღნიშნული ფორმატის გაკვეთილების მომავალშიც ჩატარების სურვილიც გამოთქვეს.

''თავისუფალი გაკვეთილები'' სეფიეთის სკოლაში, კვირაში ორჯერ ჩატარდება.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება