მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ უკითხავს როდის დამთავრდება სურბ სარქისის ქარი. დღესასწაული ყოველ წელს, თებერვალში ან იანვარში (დღესასწაული მოძრავია) აღინიშნება და სურბ სარქისის დღეებში ყოველთვის ძლიერი ქარი ქრის.
ვინ იყო სურბ სარქისი და რა კავშირშია ქართან წმინდანი ამაზე ლეგენდა მოგვითხრობს.
სურბ სარქისობა სომეხი ერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური და სახალხო დღესასწაულია.
სურბ სარქისი მიიჩნევა ახალგაზრდა შეყვარებულების მფარველად. დღესასწაულს წინ უძღვის 5 დღიანი მარხვა, ხოლო დღესასწაულის წინა ღამით, ახალგაზრდები მიირთმევენ დამარილებულ კვერს, რათა სიზმარში საქმრო ან საპატარძლო გამოეცხადოთ.
ამ დღეს სომხურ ოჯახებში მოხალული ფქვილისგან ფოხინდი მზადდება, რომელსაც სახლის კარის ზღურბლზე დგამენ. ხალხური გადმოცემის თანახმად, ბედნიერების ნიშნად, ღამით ფოხინდზე ნალის კვალი უნდა დატოვოს წმინდა მხედართმთავარი სარქისის ცხენმა.
ამ დღეს საქართველოში განსაკუთრებულად აღნიშნავენ ახალქალაქის რაიონის სოფელ დილისკას სურბ სარქისის ეკლესიაში. მრევლი ღამით იკრიბება და ტაძარში და ახალგაზრდები ერთმანეთს სანთლებს უცვლიან, რაც ასევე მომავალი ოჯახური ბედნიერების სიმბოლოს წარმოადგენს.
სომხური ლეგენდის თანახმად, წმინდა სარქისმა თებერვალში მოიტაცა ბერძენი ელენა. მამამ მდევრები დაადევნა, მაგრამ ამოვარდა საშინელი ქარბუქი და რამდენიმე დღე გაგრძელდა. მდევრებმა ქალი ვეღარ დაიბრუნეს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.