მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის განცხადებით, მოსწავლეების განათლებისა და ცოდნის დონე გამოცდების საშუალებით, VI და X კლასებში უნდა შემოწმდეს.
Etaloni.ge დაინტერესდა იგეგმება თუ არა წელს აღნიშნული გამოცდების ჩატარება და კითხვით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიმართა, სადაც განგვიცხადეს, რომ წელს ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.
„კონსულტაციები მიმდინარეობს ყველა თემაზე, თუმცა წელს ცვლილებებს აღარ უნდა ველოდოთ. ყველა ცვლილება, რომელიც გავაჟღერეთ და რომელიც წელს განხორციელდება ცენტრის ვებ-გვერდზეა განთავსებული. რაც შეეხება VI და X კლასებში ჩასატარებელ ცენტრალიზებულ გამოცდებს, ეს სამომავლოდ რეფორმის, იდეის მოდელის ფარგლებში გაჟღერდა“.
კითხვით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსაც მივმართეთ, სადაც გვითხრეს, რომ სკოლის დონეზე ნებისმიერი სახის გამოცდის ჩატარება ინდივიდუალურად, სკოლის გადასაწყვეტია.
„ჩატარდება თუ არა წელს მე-6 და მე-10 კლასებში გამოცდები, ეს თავიდან ბოლომდე სკოლის გადასაწყვეტია“, - განაცხადეს უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ სოფო გორგოძემ აღნიშნული ინიციატივა გამოცდების ახალ მოდელთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე გააჟღერა.
„უნდა არსებობდეს არა მაღალი რისკის გამოცდა, არამედ, დაბალი რისკის გამოცდა, რომელიც ბავშვის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. X კლასში გამოცდა არ უნდა იყოს ორიენტირებულ მოსწავლის კლასში ჩატოვებაზე, არამედ მან ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლის განვითარებას. VI კლასში კი უნდა შემოწმდეს, იცის თუ არა მოსწავლემ წერა-კითხვა. გამოცდები ცენტრალიზებულად ჩატარდება და სკოლას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება. დაბალ საფეხურებზე უნდა ჩამოვიტანოთ გამოცდა და X კლასში გაცილებით მეტად უნდა გამოვცადოთ მოსწავლე, ვიდრე უნარების ტესტში მათემატიკა გამოიცდებოდა. X კლასში აუცილებლად იქნება გამოცდა“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება