სიახლეები
წიგნები, რჩევები

ჰაიაო მიაძაკი გვირჩევს - საბავშვო წიგნები, რომლებიც შვილებს აუცილებლად უნდა წააკითხოთ
11-05-2019
-
+


ჰაიო მიაძაკის სახელი და გვარი მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია. იაპონელი რეჟისორი, რომელმაც კინოსამყაროს თავი საოცარი ანიმეებით დაამახსოვრა, საბავშვო ლიტერატურის დიდი მოტრფიალეა. 

რეჟისორმა ჟურნალისტებთან საუბრისას ის საბავშვო წიგნები ამოარჩია, რომლებიც ყველას უნდა ჰქონდეს წაკითხული. 

როგორც ჩანს, მიაძაკის გემოვნება ამ შემთხვევაშიც ისეთივე საოცარია, როგორიცაა მისი შექმნილი საბავშვო სამყარო... 

ანტუან დე სენტ ეგზიუპერი „პატარა უფლისწული“ - ამ წიგნს დიდი წარდგენა არ სჭირდება. ფრანგი მფრინავისა და უდაბნოში აღმოჩენილი პატარა პრინცის ისტორია ყველა დროის წიგნთა წიგნია. ესაა ისტორია, რომელიც ყველა ასაკში შეიძლება ადამიანმა წაიკითხოს, რადგან ყოველ ახალ წაკითხვაზე ახალ დეტალებს აღმოაჩენს. 

ალექსანდრე დიუმა „სამი მუშკეტერი“ - რომანში ერთი თავზეხელაღებული ახალგაზრდისა და სამი მუშკეტერის ისტორიაა მოთხრობილი, რომელიც ფრანგული სამეფო კარის ინტრიგების ირგვლივ ვითარდება. ნაწარმოებმა დროს ნამდვილად გაუძლო, რადგან ის წლებია მოზარდების საყვარელ წიგნად რჩება. 

ლუის კეროლი „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ - ლუის კეროლის ზღაპრული სამყარო ნამდვილად იმსახურებს მკითხველთა ყურადღებას, რადგან ის გვასწავლის, რომ ბავშვობა ყველაზე ძვირფასი რამაა, რაც შეიძლება ცხოვრებაში გაგვაჩნდეს. 

არტურ კონან დოილი „შერლოკ ჰოლმისის თავგადასავალი“ - არაორდინალური გამომძიებელი და ექიმი უოტსონი ლონდონის ყველაზე დაფარულ საიდუმლოებებს ხსნიან. ბეიკერ სტრიტის 221ბ-ში მცხოვრები დეტექტივისა და ექიმის ცხოვრება ბევრი ბავშვის შთაგონების წყარო ყოფილა და იქნება კიდეც, სანამ ლეიტენანტი ლესტრეიდი შერლოკთან რჩევებისთვის მისვლას არ შეწყვეტს. 

ალან მილნი „ვინი პუჰი“ - კიდევ ერთი წიგნი იმაზე, თუ რა ცუდია, როცა ბავშვობა სრულდება. თუმცა კრისტოფერ რობინისთვის ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან ვინისა და თავისი მეგობრების დავიწყება უბრალოდ შეუძლებელია. 

მარკ ტვენი „ტომ სოიერის თავგადასავალი“ - კლასიკად ქცეული ნაწარმოები, რომელიც მართლაც რომ ყველას უნდა ჰქონდეს წაკითხული. ამერიკული ლიტერატურის გამორჩეული ავტორის სათავგადასავლო რომანი დღესაც დიდი პოპულარულობით სარგებლობს მკითხველში და ტომის, ჰეკის, ბიკის, დეიდა პოლისა და სიდის ამბებთან ერთად მილიონობით ბავშვი იზრდება. 

რობერტ ლუის სტივენსონი „განძთა კუნძული“ - შოტლანდიელი მწერლის პირველი და ყველაზე გავრცელებული წიგნი ჯიმ ჰოკინზის უჩვეულო თავგადასავალზე მოგვითხრობს. ბავშვის ენით მოთხრობილი მოგზაურობა გემის ეკიპაჟთან ერთად სავსეა ხიფათებითა და ღალატით, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი კარგად სრულდება. 

ჟიულ ვერნი „80 000 კილომეტრი წყალქვეშ“ - თქვენ რას იზამდით ინდოელი კაპიტნის წყალქვეშა გემზე რომ მოხვედრილიყავით? თუ ამაზე პასუხი ჯერ არ გაქვთ, მაშინ აუცილებლად უნდა წაიკითხოთ კაპიტანი ნემოს თავგადასავალი, სულ ცოტა 80 000 კილომეტრზე, წყალქვეშ. 

ანტონ ჩეხოვის მოთხრობები - რუსი ავტორი სამართლიანადაა მიჩნეული ყველა დროის ერთ-ერთ უდიადეს მოთხრობების მწერლად. მის მოთხრობებში უდიდესი გამომსახველობითი ძალითაა გადმოცემული იმ დროის ატმოსფერო, ხოლო იუმორი კი ხშირად იცვლება მძაფრი სატირით. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!

ახალი საგნობრივი სტანდარტების მიხედვით განახლდება ყველა სასკოლო სახელმძღვანელო

როდის უნდა გამოაცხოთ პასქა - შეიძლება თუ არა ნუგბარის წითელ პარასკევს მომზადება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

„მასწავლებელმა პატივი უნდა სცეს მოსწავლის დამოუკიდებელ აზროვნებას“ -  ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი ტრისტან გუგავა
სკოლები

სკოლის პატარა კალიგრაფებმა სრულიად საქართველოს დედაენის დღე საკუთარი ნამუშევრებით მიულოცეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება