მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სენაკის N1 საჯარო სკოლის IIIბ კლასის მოსწავლეებს თემატურად მათთვის საყვარელ სამყაროში მოუწიათ მოგზაურობა.
მათ გაიარეს თემა „ზღაპარ იყო“, რომლის ფარგლებშიც გაიხსენეს ნასწავლი ხალხური თუ ლიტერატურული ზღაპრები, გამართეს დისკურსია, ისაუბრეს ზღაპრის დანიშნულებაზე, თუ რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს მისმა დადებითმა და უარყოფითმა გმირებმა, რა საოცარი თავგადასავლების მომსწრე შეიძლება გახდნენ ზღაპრულ სამყაროში, ისაუბრეს რომელია მათი ზღაპრის გმირები, თემით გათვალისწინებული ზღაპრიდან გამოყვეს ეპიზოდები, დაასათაურეს, მოამზადეს აფიშა, დაწერეს გეგმა, საინტერესოდ მოირგეს გმირის როლები და ბოლოს ეს ყველაფერი მხატვრულად წარმოადგინეს.
მოსწავლეების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპარმა „კალის ჯარისკაცი“. ზღაპრის მიხედვით მათ გამოძერწეს თიხისა და პლასტელინისაგან პერსონაჟები და შეფერეს.
„ასევე, მოეწყო ზღაპრის გმირების კოსტიუმირებული მეჯლისი. საოცარი ოსტატობით ცდილობდნენ ზღაპრის პატარა გმირები თავის წარმოჩენას. ბოლოს მათ შეაჯამეს გაკვეთილი, დაწერეს რა და რატომ იყო მათთვის საინტერესო ამ თემიდან“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
ღონისძიებას კლასის დამრიგებელი იამზე ხუნწარია ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ვიდეო
https://www.facebook.com/xatuna.xuncaria/videos/2035204666549338/
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
კალანდობა და „ზომხა“ - როგორ აღინიშნება ძველით ახალი წელი საქართველოში
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სადღესასწაულოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი ნომრები წარუდგინეს და ემოციებით სავსე სანახაობა აჩუქეს