სიახლეები
სკოლები

დაბა შუახევის საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
20-02-2019
-
+


დაბა შუახევის საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა. 

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. 

ტენდერი სამინისტროს ქვეპროგრამის ,,საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ ფარგლებში გამოცხადდა და მისი სავარაუდო ღირებულება 2 565 990 ლარს შეადგენს. 

პროექტის მიხედვით უნდა აშენდეს სამ სართულიანი შენობა, რომელიც გათვლილია 240 მოსწავლეზე. შენობაში განთავსდება სასწავლო და დამხმარე ოთახები, სპორტული და სააქტო დარბაზები, სასადილო. შენობა ადაპტირებული იქნება, მოეწყობა ლიფტი, შესაბამისი სველი წერტილები და პანდუსი. ეზო სრულად კეთილმოეწყობა. აქვე განთავსდება: მოსაცდელი, ღია სპორტული მოედანი და სათამაშო მოედნები

ამ თემაზე etaloni.ge შუახევის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს, ედუარდ გოგრაჭაძეს დაუკავშირდა: 

სატენდერო წინადადებების მიღება 22 თებერვალს დაიწყება და 27 თებერვალს დასრულდება. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ სკოლის დემონტაჟი დაიწყება და  ახალი შენობა სკოლას 2020 წლისთვის ექნება. ამ დროის მანძილზე სკოლა ალტერნატიულ ფართში განთავსდება, რომლის მოძიებაც უკვე დავიწყეთ. განვიხილავთ რამდენიმე ვერსიას. თუ ადგილზე ვერ ვიპოვეთ შენობა, მაშინ მოსწავლეები ხიჯაურის საჯარო სკოლაში, მეორე ცვლაში ივლიან“. 

ედუარდ გოგრაჭაძის თქმით, წელსვე იგეგმება უჩამბის საჯარო სკოლასთან მიერთებული ლაკლაკეთის დაწყებითი კლასების კორპუსის მშენებლობა. 

სკოლის მშენებლობაზე ისაუბრა დაბა შუახევის საჯარო სკოლის დირექტორმა მზია გოგაძემ: 

„ახლა ალტერნატიულ ფართიზე ვზრუნავთ. ჩვენთან არის ერთი ძველი შენობა, რომელიც გამოუყენელია, მაგრამ ეგ მშენებელზეა დამოკიდებული, დაგვიტოვებს თუ არა, რადგან ამ შენობის ადგილზე მომავალში სკოლის ეზო უნდა იყოს. მე გამგეობის მრჩეველთა საბჭოს წევრიც ვარ და ხვალ არის სხდომა, სადაც ამ საკითხის განხილვას ვაპირებთ. მეორე შენობაცაა სკოლასთან ახლოს და იქნებ ის დაგვითმონ. ჯერ არ ვიცი, რა და როგორ გადაწყდება. რაც შეეხება, სკოლის ძველ შენობას, ის ძალიან დაზიანებულია, ავარიულია და რემონტს არ ექვემდებარება“. 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

როგორ განისაზღვრება მითითებული საგანმანათლებლო პროგრამებიდან რომელზე უნდა მოიპოვოს სწავლის გაგრძელების უფლება აბიტურიენტმა?

ახალი სასწავლო წლის საათობრივი ბადე მე-12 კლასისა და საშუალო საფეხურისთვის

როდის უნდა დაბრუნდნენ სკოლაში პედაგოგები და სხვა თანამშრომლები - სამინისტრო განმარტავს

რა შემთხვევაში მიიღებენ ოჯახები 350-500 და 800-ლარიან დახმარებას - ბიუჯეტი

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა აზატინი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება