მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სასკოლო ცხოვრებაში მშობლების აქტივობა იზრდება - მშობლებს საშუალება ექნებათ, სასკოლო სახელმძღვანელოს რეცენზირების პროცესში მონაწილეობა მიიღონ. კერძოდ კი სახელმძღვანელოების შესახებ რეკომენდაციები და შენიშვნები წარმოადგინონ.
ცვლილება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ კანონში შევიდა. კანონს დაემატა ქვეპუნქტი, რომელიც მშობელთა ჩართულობას ითვალისწინებს.
„საზოგადოებრივი საწყისებიდან გამომდინარე, რეცენზირების პროცესში ხორციელდება მშობლების ჩართულობა, რაც გულისხმობს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის (ანონიმური ეგზემპლარი) გაცნობასა და მათზე არგუმენტირებული შენიშვნა/რეკომენდაციების წარმოდგენას.
რეცენზირების პროცესში მშობელთა შერჩევის, მათი ჩართულობის წესი და პირობები განისაზღვრება სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების წესით.
მშობელთა მიერ გამოთქმული შენიშვნა/რეკომენდაციების გაზიარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი საგნობრივი ჯგუფის წევრთა ხმათა უმრავლესობით, თუკი მაკეტზე გამოთქმული შენიშვნა/რეკომენდაცია მიმართულია მაკეტის გაუმჯობესებისკენ, საკმარისად დასაბუთებულია და მისი გათვალისწინება განპირობებულია აუცილებლობით“,-ნათქვამია ბრძანებაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ავტორიზაციის საბჭო 15 იანვარს ხუთი სკოლის მონიტორინგის შედეგს განიხილავს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება