სიახლეები
სკოლები

ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლა გარემოსდაცვითი სასკოლო კონკურსის ფინალისტია
20-02-2019
-
+


ნიკო მარის სახელობის ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლა ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ფინალისტია.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობების შესაბამისად დაგროვებული ქულების მიხედვით, სკოლის გუნდმა - „ეკო-დრაივი“ ნახევარფინალური ტურის საგზური მოიპოვა.

ნახევარფინალური ტური 16 თებერვალს ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. კომპეტენტურმა ჟიურიმ აჭარისა და გურიის რეგიონებიდან ფინალისტები გამოავლინა. 

გამარჯვებულები 3 კომპონენტის მიხედვით შეირჩა:  წლის განმავლობაში დაგროვებული ქულები, „ეკო სპიკერი“ და პრეზენტაცია.

აღსანიშნავია, რომ სკოლის გუნდმა, როგორც ახალმა მონაწილემ, ჟიურისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა.

ფინალური ტური 21 მარტს თბილისში გაიმართება.

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია მასშტაბური გარემოსდაცვითი კონკურსია, რომელიც 2015 წლიდან,  CENN-ის მიერ, „ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.  კონკურსის მთავარი მიზანია გარემოსდაცვითი განათლებისა და სამოქალაქო ჩართულობის მხარდაჭერა. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ასევე საქართველოს პარლამენტი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო

რა შემთხვევაში მიმართავს სკოლის დირექტორი რესურსცენტრის უფროსს შუამდგომლობით

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

ვინ ვერ გამოიყენებს მასწავლებელთა გამოცდაზე მიღებულ შედეგს - შეზღუდვა და განმარტება კანონიდან

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

სკოლები

პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება

პროექტის ხელშემწყობი და მრჩეველი - სკოლის დირექტორი - ქალბატონი შორენა მუზაშვილი გახლავთ

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება