სიახლეები
ეტალონი

ქალაქ ამბროლაურში ჩატარებულმა ''ეტალონის'' შესარჩევმა ტურმა მოსწავლეების დიდი ინტერესი გამოიწვია
22-02-2017
-
+


ქალაქ ამბროლაურის ''ეტალონის'' პირველი ტურის ორგანიზებაში ამბროლაურის რესურსცენტრი იყო ჩართული.   

ტესტირების დღესთან დაკავშირებით ქალაქ ამბროლაურის ორივე სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.  

ტესტირება სკოლებში ''ეტალონიდან'' მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.   

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.  

მოსწავლეების ნამუშევრები სკოლის მიერ შერჩეულმა პირებმა გაასწორეს. 

"ეტალონის" ჯგუფი კი მათთგან გამოავლენს ყველაზე მაღალქულაინ მოსწავლეებს, რომლებიც მომდევნო ტურში მიიღებენ მონაწილეობას. 

ქალაქ ამბროლაურის რესურსცენტრის უფროსი კახა რეხვიაშვილი აღნიშნავს, რომ ''ეტალონის'' შესარჩევ ტურში ამბროლაურის ორივე სკოლა ჩაერთო:

''ამბროლაურის ორივე სკოლა აქტიურად ჩაერთო ''ეტალონში''. ორივე სკოლიდან იღებდნენ მოსწავლეები მონაწილეობას. კითხვები შესაბამისი იყო. ყველაფერი ორგანიზებულად ჩატარდა და რაც მთავარია, ობიექტურად. გამოვლინდნენ მომდევნო ტურში მონაწილე ბავშვები. შესარჩევმა ტურმა მოსწავლეების დიდი ინტერესი გამოიწვია.“

''ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს"ეტალონ მოსწავლეებს".    
     

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება