სიახლეები
სიახლეები

ლადო აფხაზავა 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ 10 ფინალისტს შორის მოხვდა
21-02-2019
-
+


2017 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებული, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალშია. ის მსოფლიოს საუკეთესო 10 მასწავლებელს შორის მოხვდა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, სიტყვები არ მყოფნის, რომ გამოვხატო და გადმოგცეთ ჩემი ემოციები. 2017 წელს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი რომ გავხდი, მაშინ მე ვთქვი, რომ აუცილებლად ვეტყოდი მსოფლიოს საქართველოს მასწავლებლების სათქმელს“, - ამბობს ლადო აფხაზავა.

2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალში“ ლადო აფხაზავასთან ერთად არიან მასწავლებლები ბრაზილიიდან - დებორა გურაფლო, ნიდერლადებიდან - დეიზი მერტენს, დიდი ბრიტანეთიდან - ენდრიუ მოფეტ, ინდოეთიდან - სვარუპ რავა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან- მელისა სალგუერო, არგენტინიდან - მარტინ სალვეტი, ავსტრალიიდან - იასოდაი სელვაკუმარან, იაპონიიდანჰიდიკაზუ შოტო და კენიიდან - პიტერ ტუბიში.

ფინალისტები ჰოლივუდის მსახიობმა და პროდიუსერმა, ჰიუ ჯეკმანმა გამოაცხადა.

„როდესაც მე ვიყავი პატარა, მრავალი სუპერ გმირი არსებობდა, ვინც მე მინდოდა ვყოფილიყავი. თუმცა, ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი გადასახედიდან, მთელი ჩემი გამოცდილების გათვალისწინებით, ნამდვილი სუპერ გმირები მასწავლებლები არიან - ისინი ცვლიან სამყაროს“,-აღნიშნა ჰიუ ჯეკმანმა.

ფინალისტები 179 ქვეყნის 10 ათასი განაცხადიდან შეირჩნენ. გამარჯვებული დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე მიმდინარე წლის 24 მარტს გამოვლინდება. ჯილდო 1 მილიონი დოლარია, რომელიც გამორჩეულ მასწავლებელს პროფესიაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის გადაეცემა. „მასწავლებლის გლობალური ჯილდო“ 2015 წლიდან ტარდება.

ქართველი მასწავლებლის, ლადო აფხაზავას გამორჩეული პროგრამაა „დემოკრატიული რევოლუცია“, რომელიც გულისხმობს სკოლის მენეჯმენტის გარდაქმნას, სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესების გზით. პროგრამა უკვე 14 სკოლაში დაინერგა. ასევე, ის 2012 წლიდან არის მცირე საოჯახო სახლის მენეჯერი, სადაც 8 ბავშვი ცხოვრობს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება

ქართული დროშა სიძველით მსოფლიოში მეორე ადგილზეა 

რეგისტრაცია დაიწყო - განრიგი და ტესტების ნიმუშები

სკოლებსა და ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ხვალიდან განახლდება

სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მონიტორინგის შედეგები ცნობილია - ანგარიში 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებმა 2024 წელი გააცილეს და ახალი 2025 წლის შემობრძანება იზეიმეს

საახალწლო ზარ-ზეიმმა მთელი სკოლა მოიცვა

აღნიშნული სპექტაკლით მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მიულოცა ახალი 2025 წელი 

საინტერესო

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

სიახლეები
საზოგადოება